რაანა ლიაქათ ალი ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაანა ლიაქათ ალი ხანი
რაანა ლიაქათ ალი ხანი
სინდის პროვინციის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 თებერვალი, 1973 – 28 თებერვალი, 1978
წინამორბედირასულ ტალპური
მემკვიდრეალ-ხაჯ ხანჯი

პაკისტანის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აგვისტო, 1947 – 16 ოქტომბერი, 1951
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეშაჰბანო აშრაფი

დაბადებული13 თებერვალი, 1905
ალმორა, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი13 ივნისი, 1990
კარაჩი, პაკისტანი
პოლიტიკური პარტიამუსულმანთა ლიგა
მეუღლელიაქათ ალი ხანი
რელიგიაისლამი

რაანა ლიაქათ ალი ხანი (ურდუ عنا لياقت على خان, ინგლ. Ra'ana Liaquat Ali Khan; დ. 13 თებერვალი 1905 — გ. 13 ივნისი 1990)  — პაკისტანის სინდის პროვინციის გუბერნატორი 1973-1976 წლებში და ქვეყნის პირველი ლედი 1947-1951 წლებში. მისი მეუღლე ლიაქათ ალი ხანი პაკისტანის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაანა ლიაქათ ალი ხანი პაკისტანის მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. იგი პროფესიით ეკონომისტია და მოღვაწეობდა ცივი ომის ეპოქაში. რაანამ პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1940-იან წლებში და პაკისტანში მიმდინარე ძირითადი მოვლენების მონაწილე გახდა. მუშაობდ აპაკისტანის მოძრაობის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად მუჰამედ ალი ჯინას ხელმძღვანელობით.[1] შემდეგ გახდა მოძრაობის ეკონომიკური მრჩეველი და ქვეყნის პირველი ლედი, როდესაც მისი მეუღლე ლიაქათ ალი ხანი სათავეში ჩაუდგა ქვეყნის მთავრობას. როგორც პირველი ლედი, ქვეყანაში კურირებდა განათლების დონის ამაღლებას ქალთა შორის. მომდევნო ათი წელი სახელმწიფო სამსახურშია.[2]

1970-იან წლებში შეუერთდა პრემიერ-მინისტრ ზულფიკარ ალი ბჰუტოს სოციალისტურ პოლიტიკურ მოძრაობას. რაანა გახდა პრემიერის უახლოესი ეკონომიკური მრჩეველი, რომელიც მონაწილეობდა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში. ზულფიკარ ალი ბჰუტომ იგი წარადგინა სინდის პროვინციის გუბერნატორის თანამდებობაზე. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1973 წლის 15 თებერვალს. იგი პროვინციის პირველი ქალი-გუბერნატორი გახდა.[3]

1977 წლის საპარლამენტო არჩევნებშ კვლავ წარმატებას მიაღწია, თუმცა სინდის გუბერნატორად ვერ აირჩიეს ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად. გარდაიცვალა 1990 წელს და დაკრძალულია კარაჩიში. ქალთა უფლებების დაცვისა და მათი განათლებისათვის ზრუნვის გამო იგი ქვეყანაში ცნობილი იყო „პაკისტანის დედის“ სახელით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Faisal Abdulla. Women of Pakistan: Begum Ra'ana Liaqat Ali Khan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-17. Jazbah Magazine, http://www.jazbah.org/raanak.php. წაკითხვის თარიღი: 2015-05-26 დაარქივებული 2012-07-17 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 Legend: Ra'ana Liaqat Ali Khan (aspx). The Directorate for Electronic Government. Women Parliament Caucuses of Pakistan Parliament (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-28. ციტირების თარიღი: 2011.
  3. Hassan, PhD., Mubashir (2000), „Building Pakistan with Mother of Pakistan.“, The Mirate, Oxford, United Kingdom: Oxford University Press, pp. 209–309