პრიმავერა (ბოტიჩელის ნახატი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრიმავერა
La Primavera და La Primavera[1]
ავტორი სანდრო ბოტიჩელი
წელი 1482
ტიპი ტემპერა, დაფაზე
სიმაღლე 202 სმ
სიგანე 314 სმ
ქალაქი ფლორენცია
მუზეუმი უფიცის გალერია

პრიმავერა — დაფაზე, ტემპერით შესრულებული ნახატი, რომლის ავტორია იტალიელი რენესანსის მხატვარი სანდრო ბოტიჩელი. ნამუშევარი ასევე ცნობილია გაზაფხულის ალეგორიის (Allegory of Spring) სახელით. შესრულებულია 1482 წელს. Culture & Values-ში (2009) აღწერილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნახატი დასავლურ ხელოვნებაში.[2] ის ასევე Botticelli, Primavera-ს (1998) თანახმად, არის ნამუშევარი, რომელზევ ყველაზე მეტია დაწერილი, და ითვლება ყველაზე საკამათო ნამუშევრად მსოფლიოში.[3]

კრიტიკოსების უმრავლესობა ეთანხმება აზრს, რომლის მიხედვითავ ბაღში მდგომი მიოლოგიური პერსონები გაზაფხულის, ბუნების გაღვიძების ალეგორიული გამოსახულებებია. არსებობს განსვავებული მოსაზრებებიც, მათ შორის ის, რომ ნამუშევარი არის ილუსტრაცია ნეოპლატონისტური სიყვარულის იდეალისა. . ასევე საკამათოა ნახატის სახელი. პიველად მას „ლა პრიმაველა“, ხელოვნების ისტორიკოსმა, ჯორჯო ვაზარი უწოდა. მან ნახატი კასტელოს ვილაში (Villa di Castello), ფლორენციის მახლობლად, 1550 წელს იხილა.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Make Lists, Not War — 2013.
  2. Cunningham & Reich 2009, p. 282.
  3. Fossi 1998, p. 5.
  4. Foster & Tudor-Craig 1986, p. 42.