პეგასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეგასძე ამხედრებული ბელეროფონი

პეგასი (ძვ. ბერძნ. Πήγασος) — ფრთოსანი ცხენი ძველბერძნულ მითოლოგიაში. გავრცელებული ვერსიით, მედუზა გორგონას სისხლიგან წარმოიშვა. მეორე ვერსიის თანახმად, იგი პოსეიდონისა და მედუზა ვაჟიშვილია. ხშირად გვხვდება სხვადასხვა ლეგენდებში, მაგალითად, ერთ-ერთი მითის თანახმად ბელეროფონი პეგასზე ამხედრდა და სწორედ ასე შეძლო მითური ქიმერას დამარცხება. გავრცელებული ლეგენდის მიხედვით ყველგან, სადაც ის ფეხს დაადგამდა წყარო ამოდიოდა, რომელიც პოეტებს შთააგონებდა.[1]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Арат. Явления 216—224; Павсаний. Описание Эллады IX 31, 3