პატრიცია რეჯიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატრიცია რეჯიანი

პატრიცია რეჯაინი
დაბადების თარიღი 2 დეკემბერი, 1948
ვინიოლა, იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
მეუღლე(ები) მაურიციო გუჩი
შვილ(ებ)ი ალექსანდრა გუჩი; ალეგრა გუჩი

პარტიცია რეჯიანი (იტალ. Patrizia Reggiani; დ. 2 დეკემბერი, 1948) —იტალიელი დამნაშავე და ყოფილი სოციალისტი. იგი მსჯავრდებული იქნა მკვლელის დაქირავებისთვის, მისი ყოფილი ქმრის, მაურიციო გუჩის მოსაკლავად.

ადრეული ცხოვრება და ქორწინება მაურიციო გუჩისთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიცია მარტინელი დაიბადა ვინიოლაში, მოდენას პროვინციაში, ჩრდილოეთ იტალიაში. გაიზარდა სიღარიბეში და არ იცნობდა თავის ბიოლოგიურ მამას. როდესაც პატრიცია 12 წლის იყო, დედამისი, სილვანა ცოლად გაჰყვა მდიდარ მეწარმეს, ფერდინანდო რეჯიანის რომელმაც, მოგვიანებით პატრიცია იშვილა. [1] [2]

როდესაც პატრიცია დაახლოებით 22 წლის იყო, გაიცნო მაურიციო გუჩი (Gucci-ს მოდის სახლის მემკვიდრე), წვეულებაზე, 1970 წელს. [3] ორი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. [4] გუჩის მამამ, როდოლფო გუჩიმ, თავდაპირველად ქორწინება არ მოიწონა, რადგან თვლიდა, რომ პატრიციას ფულის გარდა მხედველობაში არაფერი ჰქონდა, თუმცა შემდეგ, მან თავის შვილსა და რძალს ნიუ-იორკში ძვირადღირებული პენტჰაუსი აჩუქა. [5] [6] პატრიცია აქტიურობდა ნიუ-იორკის სოციალურ წრეებში, ხშირად ჩნდებოდა წვეულებებსა და მოდის ღონისძიებებზე. იგი ჯეკი კენედი ონასისსაც კი დაუმეგობრდა. [7] [8] ქორწინებაშო ყოფნის დროს მან ორი ქალიშვილი გააჩინა: პირველი ქალიშვილი - ალესანდრა 1976 წელს დაიბადა, მეორე - ალეგრა კი 1981 წელს. [9]

1982 წელს პატრიცია და მაურიციო მილანში დაბრუნდნენ. [10]1985 წელს გუჩიმ მას უთხრა, რომ მოკლე მივლინებით ფლორენციაში მიდიოდა. მეორე დღეს კი, მეგობარი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ არ დაბრუნდებოდა და ქორწინება დასრულებულიყო. [11] 1993 წელს მაურიციომ დაიწყო პაოლა ფრანჩისთან შეხვედრა, რამაც პატრიციაში უკმაყოფილება და ეჭვი გამოიწვია. [12] 1994 წელს იგი ოფიციალურად დაშორდა გუჩის. განქორწინების შეთანხმების ფარგლებში, გუჩი დათანხმდა პატრიციაზე გადაეხადა ყოველწლიური ალიმენტი 1,47 მილიონი დოლარის სახით. [13] კანონის თანახმად, პატრიციას აღარ ჰქონდა გუჩის გვარის ტარების უფლება, მაგრამ იგი კანონს არ დაემორჩილა და განაცხადა: "მე მაინც ვგრძნობ თავს Gucci-დ". [14] [15] [16]

ყოფილი ქმრის მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, 1995 წლის 27 მარტს, მაურიციო გუჩი სამსახურში მისვლისას მოკლეს. [17] იმ დღეს, როდესაც ის მოკლეს, პატრიციამ თავის დღიურში ჩაწერა სიტყვა - "paradeisos", რაც ბერძნულად სამოთხეს ნიშნავს. [18] 1997 წლის 31 იანვარს, პატრიცია დააკავეს და დაადანაშაულეს მკვლელის დაქირავებაში, რომელმაც გუჩი მოკლა. სასამართლო პროცესმა მედიის ინტენსიური ინტერესი გამოიწვია, ადგილობრივმა პრესამ მას "შავი ქვრივი" უწოდა. [19] პროკურორების თქმით, პატრიციას მოტივი ეჭვიანობის, ფულისა და ყოფილი ქმრის მიმართ წყენის ნაზავი იყო. [20] ისინი ამტკიცებდნენ, რომ მას გუჩის ქონებაზე გავლენის ქონა სურდა და ასევე არ უნდოდა, რომ ყოფილი ქმარი პაოლა ფრანჩიზე დაქორწინებულიყო. პატრიციას მიერ დაქირავებული მკვლელი კი, ვალებით სავსე პიცერიის მფლობელი, ბენედეტო სერაულო აღმოჩნდა.

პატიმრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს, პატრიზია რეჯიანის, მკვლელობის მოწყობისთვის 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. [21] 2000 წელს მილანის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მისი ნასამართლობა, მაგრამ სასჯელი 26 წლამდე შეამცირა. იმავე წელს, პატრიციამ თვითმკვლელობა სცადა ჩამოხრჩობით, მაგრამ ის ციხის მცველებმა დროულად იპოვეს. კარგი ქცევის დამსახურებით, იგი 2016 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს, 18 წლიანი პატიმრობის შემდეგ.[18]

გუჩის სახლი (ფილმი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი გუჩის სახლი (2021) დაფუძნებულია პატრიცია რეჯიანის ქორწინებაზე და მისი ყოფილი ქმრის, მაურიციო გუჩის მკვლელობაზე, რომელსაც ადამ დრაივერი ასრულებს. ფილმის რეჟისორია რიდლი სკოტი, ხოლო რეჯიანის როლს ფილმში მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა ასრულებს. 2021 წლის მარტში რეჯიანამ ფილმში ლედი გაგას კასტინგი შეაქო და აღიარა, რომ მას ჰგავს, მაგრამ გაღიზიანდა იმის გამო, რომ გაგა მას როლის მიღებამდე არ შეხვედრია. [22] [23]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gaga finished wearing a wedding dress (8 April 2021). ციტირების თარიღი: 3 August 2021
  2. Patrizia Reggiani: From Lady Gucci to Black Widow (25 May 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2021. ციტირების თარიღი: 3 August 2021
  3. „INSIDE THE DEADLY GUCCI FAMILY FEUD : BOOK REVEALS WHY DESIGNING WOMAN PLOTTED EX’S MURDER“. The New York Post. ციტირების თარიღი: 5 August 2021 – წარმოდგენილია www.nypost.com-ის მიერ.
  4. „The House of Gucci: A Complete History and Timeline“. WWD. ციტირების თარიღი: 5 August 2021 – წარმოდგენილია www.wwd.com-ის მიერ.
  5. „The Gucci wife and the hitman: fashion's darkest tale“. 24 July 2016.
  6. House of Gucci Cast vs. Real Life (29 July 2021). ციტირების თარიღი: 2 August 2021
  7. „Lady Gaga é Patrizia Reggiani, a mulher que mandou assassinar o herdeiro da Gucci“. Observador (პორტუგალიური). 11 March 2021. ციტირების თარიღი: 5 August 2021.
  8. The Murder-For-Hire Case That Almost Ended The House Of Gucci. ციტირების თარიღი: 5 August 2021
  9. „Notes on a scandal: The real story of 'Lady Gucci'. Khaleej Times. 1 April 2021.
  10. The House of Gucci: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour, and Greed. Harper Collins. 
  11. Family Business on the Couch: A Psychological Perspective. John Wiley and Sons. 
  12. „House of Gucci: The True Story of Maurizio Gucci and Patrizia Reggiani“. The Quint. ციტირების თარიღი: 5 August 2021 – წარმოდგენილია www.thequint.com-ის მიერ.
  13. 'Black widow' imprisoned for ordering hit on Gucci heir will receive $1.47M a year from his estate. ციტირების თარიღი: 4 August 2021
  14. 5 Absolutely Wild Stories About Gucci Heiress Patrizia Reggiani. ციტირების თარიღი: 5 August 2021
  15. Patrizia Gucci indignant 'The film will be a flop!'. Ruetir. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2021. ციტირების თარიღი: 5 August 2021
  16. „Gucci's ex-wife gets 29 years for arranging murder“. Irish Times. ციტირების თარიღი: 5 August 2021 – წარმოდგენილია www.irishtimes.com-ის მიერ.
  17. Sara Gay Forden, The House of Gucci: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour, and Greed, HarperCollins ISBN 0-688-16313-0, 2001.
  18. 18.0 18.1 Squires, Nick (10 February 2017). „Italy's 'Black Widow' Gucci heiress who ordered ex-husband's murder entitled to nearly £1 million a year from his estate“. The Telegraph.
  19. The Black Widow goes on trial The New York Times. 20 May 1998.
  20. „Where is Patrizia Reggiani Now?“. 19 March 2021 – წარმოდგენილია www.thecinemaholic.com-ის მიერ.
  21. Stanley, Alessandra (4 November 1998). „Former Wife Given 29 Years for Ordering Gucci Slaying“. The New York Times.
  22. Patrizia Reggiani says she had husband Maurizio Gucci killed because he 'irritated' her. Tatler (12 March 2021). ციტირების თარიღი: 2 August 2021
  23. Hautman, Nicholas. (12 March 2021) Maurizio Gucci's ex-wife Patrizia Reggiani is 'annoyed' Lady Gaga is playing her in 'House of Gucci' Movie. US Weekly. ციტირების თარიღი: 8 April 2021