ოლექსი არესტოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლექსი არესტოვიჩი
უკრ. Олексій Миколайович Арестович
რუს. Алексей Николаевич Арестович
დაბადების თარიღი 3 აგვისტო, 1975(1975-08-03) (48 წლის)
დაბადების ადგილი დედოფლისწყარო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  უკრაინა
განათლება ოდესის სამხედრო აკადემია
ჯილდოები President's Award for Anti-Terrorist Operation Service, Mark of Esteem Badge, Silver Play Button და Gold Play Button

ოლექსი არესტოვიჩი (უკრ. Олексій Миколайович Арестович; დ. 3 აგვისტო, 1975, წითელწყარო[ა], საქართველოს სსრ) — უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი (2020 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 17 იანვრამდე),[1] ბლოგერი, მსახიობი, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი.[2]

არესტოვიჩი არის ფსიქოლოგიური სემინარების და ტრენინგების ორგანიზატორი და სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი.[3]

არესტოვიჩი იყო მინსკის სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სპიკერი, მინსკის ჯგუფში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში.

2022 წლის 24 თებერვლიდან არესტოვიჩი ატარებს ყოველდღიურ ბრიფინგებს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.[4][5]

2023 წლის 17 იანვარს თანამდებობიდან გადადგა სკანდალური განცხადების გამო. განცხადების თანახმად რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.[6]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. წითელწყარო 1926-1991 წლებში დედოფლისწყაროს ერქვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reuters (2022-02-28). „Ukrainian presidential adviser demands Russian forces leave - media“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  2. „Mariupol evacuation postponed as Russia accused of breaking ceasefire“. The Guardian (ინგლისური). 2022-03-05. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  3. „Справа Шеремета та зустріч Зеленського з Путіним — Прогнози Арестовича“. 5 Канал (რუსული). ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „Servicemen of the Armed Forces of Ukraine and other law enforcement agencies do not yield to the Russian troops and oppose them - Adviser to the Head of the Office of the President“ (ინგლისური). Office of the President of Ukraine. 2022-02-24. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. Taylor, Chloe (2022-03-10). „Logistics problems, Ukraine defenders still thwarting Russian attacks; talks fail to yield cease-fire“ (ინგლისური). CNBC. ციტირების თარიღი: 2022-03-14.
  6. ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა