ოთხთავი (A-516)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთხთავი (A-516)

ოთხთავი (A-516) — XII-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერი ოთხთავი. წარმოადგენს კლასიკური პერიოდიდან გვიანდელი ტრადიციისაკენ გარდამავალი პერიოდის ხელნაწერი წიგნის საინტერესო ნიმუშს. გადაწერის ადგილი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი საქართველოშია შექმნილი ერთ-ერთი ფეოდალური ოჯახის — გლონისთავისძეების დაკვეთით. გადამწერია იაკობი.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, შეიცავს 316 ფურცელს, რომელთა ზომებია 23,6X18 სანტიმეტრი. მხატვრული სისტემა კლასიკური კლასიკური პერიოდის ქართული წიგნების მიბაძვითაა შექმნილი, თუმცა მისგან განასხვავებს ფერთა პალიტრა, კერძოდ მჭახე წითელი საღებავი.

ოთხთავის ეს ხელნაწერი დღეს ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-516).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 74