ნიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის ტაძარი
ნიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის ტაძარი — რუსეთი
ნიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 57°53′30″ ჩ. გ. 59°58′11″ ა. გ. / 57.89167° ჩ. გ. 59.96972° ა. გ. / 57.89167; 59.96972
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ტაგილი, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6600502000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ტ. გირსტი
თარიღდება XIX საუკუნე

ნიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის ტაძარი (რუს. Храм Александра Невского) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ნიჟნი-ტაგილში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 1862-1877 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს 1862 წლის 6 აგვისტოს. გლეხების ციხესიმაგრის სამართლისაგან გათავისუფლების აღსანიშნავად. 1877 წლის 6 დეკემბერს იგი აკურთხეს თავად ალექსანდრე ნეველის სახელზე. სამოქალაქო ომის პერიოდში ტაძარს ორჯერ დაეცა საარტილერიო ცეეცხლი, რის გამოც იგი ძლიერ დაზიანდა. 1931 წლამდე ტაძარი იყო გრიგორიანული, ხოლო 1931-1935 წლებში იყო ნიჟნი-ტაგილის საკათედრო ტაძარი. ტაძარი საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1940 წელს და მორწმუნეებს დაუბრუნდა მხოლოდ 1989 წელს, ამავე წელს ეკლესია ხელმეორედ აკურთხეს. 1940-1950 წლებში ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა საწყობად. 1950 წლიდან მიატოვეს და ნელ-ნელა ინგრეოდა. ამჟამად ტაძარი მოქმედია, მასთან მუშაობს სამრევლო სკოლა და მართლმადიდებლური გიმნაზია.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჟნი-ტაგილის ალექსანდრე ნეველის ტაძარი დგას ვერესოვის მთაზე და კარგად მოსჩანს ტაგილის ჭაობის ნაპირიდან. ალექსანდრე ნეველის ტაძარი ქვისაა, ხუთგუმბათიანი, აგებულია კოშკური ტიპის რუსულ-ბიზანტიურ არქიტექტურულ სტილში. სახურავი, გუმბათი და ჭიშკარი მეტალისგანაა დამზადებული და შეღებილია მუქი მწვანე ფერით.

ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს, მცირე ერთსართულიანი სახლი-ფლიგელი, რომელიც დაცვისათვის გამოიყენება. ტაძრის ტერიტორია მდებარეობს მაღლობზე, რომელიც გარშემორტყმულია მაღალი გალავნით, რომელსაც აქვს სამი შესასვლელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]