ნიჟნი-ნოვგოროდის სერგი რადონეჟელის ეკლესია
ნიჟნი-ნოვგოროდის სერგი რადონეჟელის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 56°19′24″ ჩ. გ. 43°59′06″ ა. გ. / 56.32333° ჩ. გ. 43.98500° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1865-1869 |
ნიჟნი-ნოვგოროდის სერგი რადონეჟელის ეკლესია (რუს. Церковь Сергия Радонежского) — მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას. მდებარეობს სერგის ქუჩაზე. ეკლესია აკურთხეს 1869 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1865 წელს. მშენებლობის პროექტი პირადად დაამტკიცა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ. მშენებლობა დასრულდა 1869 წელს 1872 წელს არქიტექტორმა რ. კილევეინმა დააპროექტა და ეკლესიას მიაშენა სამრეკლო.
საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესიის შენობაში განთავსებული იყო მხატვართა კავშირი.
2003 წელს ეკლესია გადაეცა ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას. 2006 წელს მთლიანად ააშენეს და აღჭურვეს სამრეკლო, რომელზეც დაამონტაჟეს 12 ზარი, მათ შორის ყველაზე დიდის - დედოზარის - წონა ოთხი ტონა არის.
ეკლესია ხელმეორედ აკურთხეს 2006 წლის 4 ნოემბერს, კურთხევის ცერემონია შეასრულა ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ (დანილოვმა). მას ეხმარებოდნენ სერგიევო-პოსადის ეპისკოპოსი ფეოგნოსტი და ბრიანსკისა და სევსკის ეპისკოპოსი თეოფილაქტე[1]. კურთხევის ცერემონიის შემდეგ აღესრულა პირველი საღვთო ლიტურგია, რომელშიც მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი მედვედევი[1].
2010 წლის 27 იანვარს ეკლესიაში წარიმართა სავედრებელი ლოცვა წმინდა ნინოს სახელზე, ლოცვა მიმდინარეობდა ქართულ ენაზე[2].
2006 წლის დეკემბრიდან[3] ეკლესიაში მოქმედებდა ყრუმუნჯთა მართლმადიდებლური ცენტრი. კვირაობით კი მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა სმენა დაქვეითებულებისათვის.
სიწმინდეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესიაში განთავსებულია ხატი, რომელშიც დაცულია სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილები. ხატი დამზადებულია წმინდა სერგის სამების ლავრის ბერების მიერ 2006 წელს. ეკლესიაში ხატის წინ ლოცვა მიმდინარეობს კვირაობით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 День народного единства в Нижнем Новгороде. Освящение храма. Нижегородская и Арзамасская епархия (4 ноября 2006 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Высоцкая, Светлана. (28 января 2010 года) В Сергиевском храме Нижнего Новгорода отслужен молебен на грузинском языке (фото). Нижегородская и Арзамасская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Фалина, Татьяна. (26 октября 2009 года) Рукотворная молитва. Нижегородская и Арзамасская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2010-02-02.