ნიჟნი-ნოვგოროდის სერგი რადონეჟელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნი-ნოვგოროდის სერგი რადონეჟელის ეკლესია
ნიჟნი-ნოვგოროდის სერგი რადონეჟელის ეკლესია — რუსეთი
ნიჟნი-ნოვგოროდის სერგი რადონეჟელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°19′24″ ჩ. გ. 43°59′06″ ა. გ. / 56.32333° ჩ. გ. 43.98500° ა. გ. / 56.32333; 43.98500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5200708000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1865-1869

ნიჟნი-ნოვგოროდის სერგი რადონეჟელის ეკლესია (რუს. Церковь Сергия Радонежского) — მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას. მდებარეობს სერგის ქუჩაზე. ეკლესია აკურთხეს 1869 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1865 წელს. მშენებლობის პროექტი პირადად დაამტკიცა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ. მშენებლობა დასრულდა 1869 წელს 1872 წელს არქიტექტორმა რ. კილევეინმა დააპროექტა და ეკლესიას მიაშენა სამრეკლო.

საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესიის შენობაში განთავსებული იყო მხატვართა კავშირი.

2003 წელს ეკლესია გადაეცა ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას. 2006 წელს მთლიანად ააშენეს და აღჭურვეს სამრეკლო, რომელზეც დაამონტაჟეს 12 ზარი, მათ შორის ყველაზე დიდის - დედოზარის - წონა ოთხი ტონა არის.

ეკლესია ხელმეორედ აკურთხეს 2006 წლის 4 ნოემბერს, კურთხევის ცერემონია შეასრულა ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ (დანილოვმა). მას ეხმარებოდნენ სერგიევო-პოსადის ეპისკოპოსი ფეოგნოსტი და ბრიანსკისა და სევსკის ეპისკოპოსი თეოფილაქტე[1]. კურთხევის ცერემონიის შემდეგ აღესრულა პირველი საღვთო ლიტურგია, რომელშიც მონაწილობდა რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი მედვედევი[1].

2010 წლის 27 იანვარს ეკლესიაში წარიმართა სავედრებელი ლოცვა წმინდა ნინოს სახელზე, ლოცვა მიმდინარეობდა ქართულ ენაზე[2].

2006 წლის დეკემბრიდან[3] ეკლესიაში მოქმედებდა ყრუმუნჯთა მართლმადიდებლური ცენტრი. კვირაობით კი მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა სმენა დაქვეითებულებისათვის.

სიწმინდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიაში განთავსებულია ხატი, რომელშიც დაცულია სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილები. ხატი დამზადებულია წმინდა სერგის სამების ლავრის ბერების მიერ 2006 წელს. ეკლესიაში ხატის წინ ლოცვა მიმდინარეობს კვირაობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 День народного единства в Нижнем Новгороде. Освящение храма. Нижегородская и Арзамасская епархия (4 ноября 2006 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
  2. Высоцкая, Светлана. (28 января 2010 года) В Сергиевском храме Нижнего Новгорода отслужен молебен на грузинском языке (фото). Нижегородская и Арзамасская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
  3. Фалина, Татьяна. (26 октября 2009 года) Рукотворная молитва. Нижегородская и Арзамасская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2010-02-02.