ნანიკოს შოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანიკოს შოუ
წამყვანი ნანიკო ხაზარაძე
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ნესტან-ნენე კვინიკაძე, ნუცი კირცხალია, ქეთევან მაჭავარიანი
რედაქტორ(ებ)ი დოდო ხურცილავა
ხანგრძლივობა 45 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი რუსთავი 2
პირველად ეთერში 18 მაისი, 2007

ნანიკოს შოუ — თოქ-შოუ, რომელიც 2007—2008 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა. იგი მოიცავდა ყოველგვარ სოციალურ თემას, რის შესახებ საუბარიც საზოგადოებას აინტერესებდა. ნანიკო ხაზარაძის და მისი გუნდის გარდა, შოუს შექმნაში დიდი როლი მიუძღვოდა რუს პროდიუსერს ოქსანა ნაიჩუკს.

გადაცემის მთავარ გმირებთან და აუდიტორიასთან ერთად, „ნანიკოს შოუ“ მაყურებელს სთავაზობდა გულახდილი საუბრებისა და სოციალური ჟურნალისტური გამოძიების პრეცედენტს. გადაცემის წამყვანია იყო ნანიკო ხაზარაძე.

თოქ-შოუში მიმოიხილებოდა ისეთი თემები, როგორიცაა ყვითელი პრესა, ნარკომანია, ოჯახური პრობლემები, წარმატებული ქალების საიდუმლო, სექს-ინდუსტრია, უმცირესობები, ბრძოლა გადარჩენისთვის და სხვა. საკითხები განხილული იყო ყველა შესაძლო კუთხიდან — კონკრეტული მაგალითების მოშველიებით, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა თავად გაეკეთებინა დასკვნა.

„ნანიკოს შოუ“ „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა კვირაში ერთხელ, პარასკევს 18:30 და განმეორებით კვირას 12:20