მოწაფის ხმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„მოწაფის ხმა“ — ყოველკვირეული გაზეთი, გამოდიოდა 1924–1925 წლებში თბილისში. თანამშრომლობდნენ მ. ორახელაშვილი, ა. გაწერელია, მ. გველესიანი, ს. ლორთქიფანიძე, დ. წერეთელი, შ. ღამბაშიძე და სხვები. გამოსცემდა მოსწავლეთა სარედაქციო კოლეგია (მ. გველესიანი, მ. მდივანი, ნ. აღნიაშვილი) და განათლების სახალხო კომისარიატის სოციალური აღზრდის მთავარმმართველობა. ტირაჟი 3 ათასი ცალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]