მოცულობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოცულობა

მოცულობის საზომი ჭურჭელი
სიმბოლოს აღნიშვნა
SI სისტემა 3
ექსტენსიურია? კი
ინტენსიურია? არა
შენახვადია? კი მყარი სხეულებისთვის,
არა აირებისა და პლაზმისათვის
განზომილება
სურათები ვიკისაწყობში

მოცულობა (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც სხეულის სივრცულ ზომას ახასიათებს. მოცულობის ერთეულია კუბური მეტრი (1 მ3). (ასევე, კუბური დეციმეტრი (1 დმ3), კუბური სანტიმეტრი (1 სმ3), კუბური მილიმეტრი (1 მმ3) და ა.შ.). 1 მ3 არის ისეთი კუბის მოცულობა, რომლის წიბოს სიგრძე 1 მეტრია. მოცულობა აღინიშნება ლათინური ასოთი - V.

მოცულობის გამოთვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწორი ფორმის სხეულების მოცულობის გამოთვლა მათემატიკური ფორმულით ხდება. არასწორი ფორმის სხეულებისა და სითხეების მოცულობის გამოთვლა ხდება მენზურის საშუალებით. მის სკალას უფრო ხშირად მილიმეტრობით აგრადუირებენ. მყარი სხეულის მოცულობის გასაზომად მენზურაში სითხის გარკვეულ რაოდეენობას ასხამენ და მის მოცულობას სკალაზე აითვლიან (V1). შემდეგ მენზურაში მყარ სხეულსაც ჩაუშვებენ და სითხისა და სხეულის საერთო მოცულობას აითვლიან (V2). გასაზომი სხეულის მოცულობა გაზომილი ორი სიდიდის სხვაობის ტოლია (V=V2-V1).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]