მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს თეატრი „რუსეთი“
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
დაარსდა 1935
ენა რუსული
საიტი ოფიციალური საიტი

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი (რუს. Моско́вский междунаро́дный кинофестива́ль) — კინოფესტივალი, რომელიც ტარდება მოსკოვში. გააჩნია კინოპროდიუსერთა ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის აკრედიტაცია.[1]

პირველად ჩატარდა 1935 წელს და 1959 წლიდან რეგულარული ღონისძიებაა.[2] 2017 წლამდე ფესტივალი ტარდებოდა ივნისის ბოლოს, ხოლო 2018 წლიდან დღემდე ტარდება აპრილის შუარიცხვებში. გრძელდება 8-დან 10-დღემდე.[3]

იგი მეორე ყველაზე ძველი კინოფესტივალია ვენეციის კინოფესტივალის შემდეგ.[1] მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი არის (დაწესდა 1989 წელს) „ოქროს წმინდა გიორგი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Корнацкий Н.. (2015) Московский кинофестиваль будет короче. Известия.
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-11. ციტირების თარიღი: 2012-05-12., News
  3. „Сергей Угольников: Новый 37-й“. ციტირების თარიღი: 2017-05-20.