მონტერეის უბის აკვარიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონტერეის უბის აკვარიუმი
გაიხსნა 20 ოქტომბერი, 1984
მდებარეობა კენერი-როუ, მონტერეი, კალიფორნია
ტერიტორიის ფართობი 29,900 კვადრატული მეტრი
ცხოველების რაოდენობა 35,000
სახეობების რაოდენობა 550-ზე მეტი
უდიდესი აკვარიუმი მოცულობის მიხედვით 4.5 მილიონი ლიტრი
აკვარიუმების საერთო მოცულობა 8.7 მილიონი ლიტრი
სტუმრების წლიური რაოდენობა 2 მილიონი
წევრობა ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაცია[1]

მონტერეის უბის აკვარიუმი (ინგლ. Monterey Bay Aquarium ან MBA) — ოკეანარიუმი, რომელიც მდებარეობს კენერი-როუზე მონტერეის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში. გაიხსნა 1984 წელს 20 ოქტომბერს. მასში 35.000-მდე ცხოველია. მას ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი სტუმრობს. აკვარიუმი წყალს ოკეანიდან იღებს მონტერეის უბეში ჩაშვებული მილებით.

აკვარიუმის უამრავ ექსპოზიციათა შორის ყველაზე თვალსაჩინოა ორი: „ოკეანის კიდის ფრთის“ ცენტრალური ნაწილი — 10 მეტრი სიმაღლის 1,3 მილიონი ლიტრი ტევადობის ავზი, საიდანაც კალიფორნიის სანაპირო წყალქვეშა ცხოვრების დათვალიერება შეიძლება. ამ ავზში მსოფლიოში პირველად მოხერხდა ცოცხალი კალიფორნიული გიგანტური წყალმცენარეების გაზრდა ავზის თავზე ტალღების წარმომქმნელი მანქანის დამონტაჟებით (წყლის მოძრაობა მნიშვნელოვანი ელემენტია ამ წყალმცენარეების ზრდისთვის), ავზის ღია თავიდან მზის სინათლის შეშვებით, და უბიდან ზღვის წყლის ცირკულირებით. მეორე ექსპოზიცია 4,5 მილიონი ლიტრის ტევადობის ავზია „გარე უბის ფრთაში“, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ერთპანოიანი ფანჯრებით.

ოკეანარიუმი არ ფინანსდება მთავრობისგან, არამედ ფუნქციონირებს მნახეველებისა და ორგანიზაციის სხვადასხვა ღონისძიების ხარჯზე.[2]. აკვარიუმი ღიაა ყოველდღე 9:30 საათიდან 18:00 საათამდე.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Currently Accredited Zoos and Aquariums. Association of Zoos and Aquariums. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2018
  2. An Inside Look at Monterey Bay Aquarium. Salmon Facts (18 დეკემბერი, 2008). ციტირების თარიღი: 2009-01-02.
  3. Monterey Bay Aquarium in Monterey, California. ციტირების თარიღი: 20 April 2023