ლიბერიის მეორე ომის მიმდინარეობისას, ლიბერიის სამხრეთში ცამოყალიბდა აჯანყებულთა ჯგუფი — მოძრაობა ლიბერიის დემოკრატიისთვის. 2003 წლის ზაფხულში ჩარლზ ტეილორის მთავრობა ქვეყნის მხოლოდ მესამედს აკონტროლებდა, ამ დროს ქვეყნის ჩრდილოეთს მეორე აჯანყებული დაჯგუფება - რეკონსილაციისა და დემოკრატიისთვის გაერთიანებული ლიბერიელები აკონტროლებდა და დედაქალაქსაც ემუქრებოდა.