მიმისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმისებრნი

ტყის მიმი (Toxostoma rufum)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mimidae (Bonaparte, 1853)

მიმისებრნი[1] (ლათ. Mimidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 20–30 სმ. ზურგი რუხ- ან მოწითურო-მურაა, მუცელი უფრო ღია, ხშირად ჭრელი ლაქებით. ცნობილია 30-მდე სახეობა. გავრცელებული არიან კანადიდან პატაგონიამდე. ჩრდილოეთში მცხოვრებები გადამფრენები არიან. კარგად გალობენ, ხშირად იმეორებენ ყველანაირ ხმას. მრავალხმიან მიმს (Mimus polyglottos) შეუძლია 20-ზე მეტი სახეობის ფრინველის ხმის მიბაძვა. ბუდობენ ხეებზე ან მიწაზე. დებენ 2–5 კვერცხს. იკვებებიან მწერებით, თესლებით, კენკრით. მიმისებრნი ხშირად ყავთ გალიებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 62, 139, 213.