მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთიანი ყარაბაღის აო
აზერ. Дағлыг Гарабағ Мухтар Вилајәти
სომხ. Լեռնային Ղարաբաղի Ինքնավար Մարզ
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა აზერბაიჯანის სსრ
ადმ. ცენტრი ხანქენდი
კოორდინატები 39°48′55″ ჩ. გ. 46°45′06″ ა. გ. / 39.81527806° ჩ. გ. 46.75194389° ა. გ. / 39.81527806; 46.75194389
დაარსდა 7 ივლისი, 1923
ფართობი 4388 კმ²
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 189 100 (1989)[1]
გაუქმდა 26 ნოემბერი, 1991

მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, მთიანი ყარაბაღის აო (აზერ. Дағлыг Гарабағ Мухтар Вилајәти, სომხ. Լեռնային Ղարաբաղի Ինքնավար Մարզ; 7 ივლისი, 192326 ნოემბერი, 1991) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრი — სტეფანაკერტი (დღევანდელი ხანქენდი). ოლქში იყო 5 რაიონი, 2 ქალაქი და 6 დაბა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წელს რსდმპ ბაქოს კომიტეტის თაოსნობით შუშაში ჩამოყალიბდა ბოლშევიკური ჯგუფი. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ყარაბაღის ბოლშევიკები იბრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის, მაგრამ 1918 წელს ძალაუფლება ხელთ იგდეს მუსავატელებმა და დაშნაკებმა. 1920 წელს მაისში ყარაბაღში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.

1923 წლის 7 ივლისს შეიქმნა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში [რუს. Автономная Область Нагорного Карабаха (АОНК)]. 1936 წელს ახალი საკავშრო კონსტიტუციის მიღების შემდეგ მისი რუსული სახელწოდება შეიცვალა [რუს. Нагорно-Карабахскую автономную область (НКАО)].

1988 წლის 18 ივლისს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა განიხილა მთიანი ყარაბაღის აო-ს საოლქო კომიტეტის მიმართვა აზერბაიჯანისა და სომხეთის სსრ-ების უმაღლესი საბჭოების მიმართ, გამოსულიყო აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობიდან და შესულიყო სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთისისა და აზერბაიჯანის სსრ-ების უმაღლესი საბჭოების მხრიდან არ არსებობდა ორმხრივი თანხმობა აღნიშნული საკითხი გადაუჭრელი დარჩა. 1989 წლის 15 სექტემბერს აზერბაიჯანის სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება დაეთხოვა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის განსაკუთრებული მართვის კომიტეტი, რაც დადასტურებულ იქნა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ 1989 წლის 28 ნოემბერს. 1989 წლის 1 დეკემბერს სომხეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭომ მიიღო ცალმხრივი დადგენილება „სომხეთის სსრ-სა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების“ შესახებ[2]. 1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანის სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა[3]. 1991 წლის 2 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის საოლქო და შაუმიანის რაიონის (აზერბაიჯანის სსრ) საბჭოების სახალხო დეპუტატების მიერ გამოცხადებულ იქნა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა.

1991 წლის 26 ნოემბერს აზერბაიჯანის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციის შესახებ[4]. რადგანაც, სსრკ-ის კონსტიტუციური ზედამხედველობის კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება აღიარა როგორც არაკონსტიტუციური[5], ფორმალურად მთიანი ყარაბაღის აო-მ იარსება სსრკ-ს დაშლამდე 1991 წლის 26 დეკემბრამდე[6].

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი დაჯილდოვდა 1967 წელს ლენინის ორდენით და 1972 წელს — ხალხთა მეგობრობის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.ethno-kavkaz.narod.ru/rnkarabax.html
  2. Постановление Комитета конституционного надзора СССР от 28 ноября 1991 г. № 28 «Об актах Верховного Совета СССР и его Президиума и Верховных Советов Азербайджанской ССР (Азербайджанской Республики) и Армянской ССР о Нагорно-Карабахской автономной области» დაარქივებული 2021-12-11 საიტზე Wayback Machine. // Митюков М. А. Предтеча конституционного правосудия: взгляды, проекты и институциональные предпосылки (30 – начало 90-х гг. XX в.). – Фонд правовых проблем федерализма и местного самоуправления. М.: Формула права, 2006. – с. 146-149 - 176 с.
  3. Декларация Верховного Совета Азербайджанской Республики О восстановлении государственной независимости Азербайджанской Республики
  4. РОМАН Ъ-ГЛЕБОВ, ГЕОРГИЙ Ъ-ЛЕССКИС. (1991-12-02) Азербайджан — Армения: военные приготовления к переговорам. Журнал «Коммерсантъ».
  5. «Станет ли Беловежская пуща карабахской» დაარქივებული 2019-05-07 საიტზე Wayback Machine. // Московские новости», 22 декабря 1991 г., № 51, стр. 5
  6. Svante E. Cornell. The Nagorno-Karabakh Conflict. Report No 46, Department of East European Studies, Uppsala University, 1999.