მზესუმზირის ზეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზესუმზირის ზეთი

მზესუმზირის ზეთი, მცენარეული ზეთი, მიღებული მზესუმზირას თესლისაგან. აქვს სასიამოვნო სუნი და გემო. სიმკვრივე 920-927 კგ/მ3 (10 °C). მზესუმზირის ზეთში შემავალ ცხიმოვან მჟავათა საშუალო მოლეკულური მასაა 275-286. ფოსფატიდების, ტოკოფეროლებისა და ცვილის შემცველობა მზესუმზირის ზეთში დამოკიდებულია მისი გამოყოფისა და დამუშავების ხარისხზე. მზესუმზირის ზეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცენარეული ზეთია, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს სახალხო მეურნეობაში: კვების, ლაქსაღებავების მრეწველობაში, საპნის წარმოებაში და სხვაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]