მემენტო მორი (მუსიკალური ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მემენტო მორი
ბიოგრაფია
წარმოშობა თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი
აქტიური 1987-1991, 1997
წევრები მალხაზ კობერიძე
პაატა ჯავახიშვილი
გია გრიგოლია
ყოფილი წევრები ალეკო ჩერქეზიშვილი
მამუკა გაბრიჭიძე

„მემენტო მორი“ (ლათ. Memento mori — „გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“) — ქართული მძიმე როკ-ჯგუფი. „მემენტო მორი“ მღეროდა ტერენტი გრანელის ლექსებს. ჯგუფს გამოცემული აქვთ ერთი ალბომი — „ექსკურსია ცისკენ“, რომელშიც შედის ტერენტი გრანელის ისეთ ცნობილ ლექსებზე დაწერილი სიმღერები, როგორებიცაა: „მემენტო მორი“, „ექსკურსია ცისკენ“, „გარდაცვალება“, „ცისფერი სინათლე“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მემენტო მორი“ დაარსდა 1987 წელს. თავდაპირველად მასში შედიოდნენ მალხაზ კობერიძე (ვოკალი და სოლო-გიტარა), ალეკო ჩერქეზიშვილი (დრამი) და მამუკა გაბრიჭიძე (ბასი). ამ შემადგენლობით ჯგუფმა იარსება 1991 წლამდე. ამ დროის განმავლობაში დაიწერა და ჩაიწერა ჯგუფის სიმღერების დიდი ნაწილი. მოგვიანებით, 90-იანი წლების მიწურულს, ჯგუფი აღორძინდა მალხაზ კობერიძის მეთაურობით: დრამზე პაატა ჯავახიშვილით, ბასზე კი — გია გრიგოლიათი. 1997 წელს გამოიცა ალბომი „ექსკურსია ცისკენ“, რომელიც ძველ ჩანაწერებსაც მოიცავდა. 2000-იან წლებში ჯგუფმა დაუკრა ლადო ბურდულის მიერ ორგანიზებულ რამდენიმე როკ-ფესტივალზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]