მელანი მარტინეზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მელანი მარტინეზი
ინგლ. Melanie Adele Martinez

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ რეი კეში
დაბ. თარიღი 28 აპრილი, 1995 (1995-04-28) (28 წლის)
დაბ. ადგილი ასტორია, კუინზი[1] [2]
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2012 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Atlantic
ხელმოწერა
საიტი melaniemartinezmusic.com
მელანი მარტინეზი ვიკისაწყობში

მელანი ადელ მარტინეზი, ცნობილი როგორც მელანი მარტინეზი (ინგლ. Melanie Adele Martinez; დ. 1995 წლის 28 აპრილი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ის დაიბადა ასტორიაში, კუინზში და გაიზარდა ბოლდუინში, ნიუ-იორკში.

მარტინეზმა პოპულარობა მოიპოვა 2012 წელს ამერიკულ სატელევიზიო-ვოკალურ შოუში, The Voice, მონაწილეობის შემდეგ. მალევე მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Dollhouse", რასაც მოჰყვა ამავე სახელწოდების სადებიუტო EP (2014), რომელიც გამოიცა Atlantic Records-ის ლიცენზიის ქვეშ. მოგვიანებით მარტინეზმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, Cry Baby (2015), რომელმაც მოიპოვა ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) ორმაგი პლატინის სერტიფიკატი აშშ-ში ორი მილიონი ასლის გაყიდვისთვის. მარტინეზმა გამოუშვა თავისი რიგით მეორე სტუდიური ალბომი, K–12 (2019) ფილმთან ერთად. მუსიკოსის ახალი EP გამოვიდა ერთი წლის შემდეგ, 2020 წელს, სახელწოდებით After School.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელანი ადელ მარტინეზი დაიბადა 1995 წლის 28 აპრილს ასტორიაში, კუინზი. მუსიკოსის მშობლები, მერი და ხოსე მარტინეზები, წარმოშობით დომინიკელები და პუერტორიკოელები არიან. მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბოლდუინში, ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე, როდესაც მარტინეზი ოთხი წლის იყო.

მუსიკოსი თინეიჯერობის ასაკში უსმენდა ბრენდი ნორვუდს, ბრიტნი სპირსს, შაკირას, ბითლზს, ტუპაკ შაკურს, Biggie Smalls-სა და კრისტინა აგილერას.[3][4][5] მას პატარაობიდანვე სურდა მომღერალი გამხდარიყო.[6] მარტინეზი სწავლობდა პლაზას დაწყებით სკოლაში, სადაც დაიწყო ვოკალის გაკვეთილებზე სიარული. ამ დროს მუსიკოსმა პოეზიასაც მიჰყო ხელი. მარტინეზის თქმით მას ცოტა მეგობარი ჰყავდა, რადგან ის იყო „ძალიან ემოციური" და უჭირდა მისი გრძნობების ახსნა.[7] ბავშვობაში მას ემოციურობის გამო „მტირალა ბავშვს“ უწოდებდნენ. სწორედ აქედან მომდინარეობს მუსიკოსის სადებიუტო ალბომის, Cry Baby, სახელი.[8][9][10]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს მარტინეზმა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში, MSG Varsity Talent Show, სადაც იმღერა ბითლზის „Money (That's What I Want)" და The Four Tops-ის „Shake Me, Wake Me (When It's Over)". იგი გამოეთიშა შოუს მეორე ტურში.[11] იმავე წელს, მარტინეზმა მონაწილეობა მიიღო The Voice-ის მესამე სეზონში.[12] პირველ ტურში მან იმღერა ბრიტნი სპირსის „Toxic". მუსიკოსი შოუს გამოეთიშა მეხუთე ტურში. მარტინეზმა ამის შესახებ თქვა: „არ ველოდი, რომ ასე შორს წავიდოდი და ეს იმაზე მეტია, რაზეც ოდესმე მიოცნებია. ძალიან მიხარია, რომ გამოვხატე ჩემი თავი“.[13]

შოუს შემდეგ მარტინეზმა დაიწყო დამოუკიდებლად მუშაობა ახალ პროექტზე. მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი, „Dollhouse", 2014 წლის 9 თებერვალს.[14] 2014 წლის 7 აპრილს მარტინეზმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლ Atlantic Records-თან. მან გამოუშვა თავისი სადებიუტო EP, Dollhouse, 2014 წლის 19 მაისს.[15][16][17]

2015 წლის 1 ივნისს მარტინეზმა გამოუშვა ახალი სინგლი „Pity Party", რომელმაც RIAA-ის ოქროს სერტიფიკატი მიიღო. 2015 წლის 10 ივლისს მარტინეზმა გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომის მეორე სინგლი „Soap".[18] კომპოზიციის ოფიციალურ მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე ოცდაათ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ის გავიდა მეთორმეტე ადგილზე ალტერნატიული ციფრული სიმღერების ჩარტში და მეთექვსმეტე ადგილზე Pop Digital Songs ჩარტში.[19] მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომი, Cry Baby, გამოვიდა 2015 წლის 14 აგვისტოს.[20][21][22] ალბომი Billboard 200-ში მე-6 ადგილზე გავიდა.

მარტინეზმა გამოუშვა საშობაო სინგლი, „Gingerbread Man", 2015 წლის დეკემბერში. მან თავდაპირველად გამოაქვეყნა სიმღერა SoundCloud-ზე 2015 წლის 21 დეკემბერს, როგორც „საჩუქარი თაყვანისმცემლებისთვის", მაგრამ მოგვიანებით მუსიკოსმა სიმღერა iTunes-ზე ატვირთა. მუსიკოსის სიმღერის, „Cry Baby", მუსიკალური ვიდეო გამოვიდა 2016 წლის 14 მარტს.[23][24]

მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი, K-12, გამოვიდა 2019 წელის 6 სექტემბერს. მარტინეზმა ალბომთან ერთად გამოუშვა ფილმი.[25]

2020 წლის იანვარში, მარტინეზმა გამოაცხადა თავისი მეორე EP-ის, After School, გამოშვების შესახებ. 2020 წლის 10 თებერვალს, მარტინეზმა გამოუშვა პირველი სინგლი After School-დან, სახელწოდებით „Copy Cat".[26] EP გამოვიდა 2020 წლის 25 სექტემბერს.

2023 წლის 18 თებერვალს, მუსიკოსმა თავისი ინსტაგრამის ყველა პოსტი დააარქივა და გამოაცხადა ახალი ალბომის, Portals, გამოშვების შესახებ.[27]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://archive.flaunt.com/content/melanie-martinez-k-12-deluxe-amp-passion-for-creating-art
  2. https://ismorbo.com/mor-bo-riot-melanie-martinez-la-excentrica-y-emotiva-cry-baby-del-pop-alternativo/
  3. sunnymenagerie. (February 24, 2014) Melanie Martinez: From Biggie to Pastels. Golden Mixtape. ციტირების თარიღი: September 1, 2016
  4. Haidari, Niloufar. I Took Melanie Martinez on a Date to an Ice Cream Parlour. ციტირების თარიღი: September 8, 2019
  5. Yeanopos, Kevin. Life's a 'Carousel' for rising artist Melanie Martinez. AXS. ციტირების თარიღი: August 22, 2016
  6. Martinez, Chuey. Next Up Artist of the Week: Melanie Martinez. KIIS FM. ციტირების თარიღი: August 30, 2016
  7. New Noise: Melanie Martinez. Wonderland Magazine (May 18, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 25, 2016. ციტირების თარიღი: August 22, 2016
  8. Ciccone, Rachael. An Interview with Melanie Martinez: It's Her Party. The Aquarian Weekly. ციტირების თარიღი: July 18, 2016
  9. Masley, Ed. Melanie Martinez's huge artistic leap from 'The Voice' to 'Cry Baby'. The Arizona Republic. Mi-Ai Parrish. ციტირების თარიღი: July 22, 2016
  10. Johnston, Maura (September 25, 2015). „10 New Artists You Need to Know: September 2015“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2016. ციტირების თარიღი: July 22, 2016.
  11. Melanie Adele Martinez (eliminated, Round 2). MSG Varsity. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2016. ციტირების თარიღი: July 22, 2016
  12. New Noise: Melanie Martinez. Wonderland Magazine (May 18, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 25, 2016. ციტირების თარიღი: August 22, 2016
  13. Elkin, Jaimie (December 4, 2012). 'The Voice' Top 4 Revealed: Melanie Martinez And Amanda Brown Eliminated“. Huffington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 11, 2013. ციტირების თარიღი: November 27, 2013.
  14. McRady, Rachel. Voice's First Breakout? Melanie Martinez Releases Haunting New Single. Us Weekly (February 10, 2014). ციტირების თარიღი: August 22, 2016
  15. Melanie Martinez Opens Her "Dollhouse"; Celebrated Singer/Songwriter Sets Debut EP, Showcased by Haunting New Single, "Dollhouse". Yahoo! Finance (April 7, 2014). ციტირების თარიღი: November 23, 2014
  16. 'Dollhouse' in hand, Melanie Martinez plans shows in the area. Idol Chatter & Voice Views. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 26, 2014. ციტირების თარიღი: November 23, 2014
  17. Gioino, Catherina. Melanie Martinez Talks New Album 'Cry Baby' (August 20, 2015). ციტირების თარიღი: September 1, 2016
  18. Listen: Melanie Martinez – "Soap". Trendio. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 25, 2015. ციტირების თარიღი: August 15, 2015
  19. „Melanie Martinez – Chart history“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 7, 2016. ციტირების თარიღი: April 25, 2016.
  20. Talib Kweli, Nada Surf, Melanie Martinez and More Music Reviews. ABC News (August 19, 2015). ციტირების თარიღი: April 25, 2016
  21. SPIN Pop Report: Melanie Martinez Loads Her Sippycups With Booze. Spin (November 6, 2015). ციტირების თარიღი: April 25, 2016
  22. Pareles, Jon (September 13, 2015). „Review: Melanie Martinez Performs 'Cry Baby' and Other Songs From Her Debut Album“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 30, 2015. ციტირების თარიღი: April 25, 2016.
  23. „Melanie Martinez Gets Delivered by a Doctor in a Rabbit Mask in 'Cry Baby' Video: Watch“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 16, 2016. ციტირების თარიღი: March 14, 2016.
  24. Joseph, Jonathan. Interview With: Melanie Martinez (March 23, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2016. ციტირების თარიღი: September 1, 2016
  25. Reda, Natasha. Everything We Know About Melanie Martinez's New Album en. ციტირების თარიღი: June 3, 2019
  26. Melanie Martinez And Tierra Whack's 'Copy Cat' Is A Resonating Showcase Of Talents en-US (February 10, 2020). ციტირების თარიღი: February 19, 2020
  27. melanie martinez ⟡ on Instagram: "⟡𓋼 𓇗 𓆸 ⟡" en. ციტირების თარიღი: 2023-02-22