მარიონეტი
მარიონეტი (ფრანგ. marionnette) — თეატრალური თოჯინის სახეობა, რომელსაც ამოძრავებენ მის თავსა და ხელ-ფეხზე გამობმული ძაფებით. ზოგჯერ მარიონეტს ძაფის ნაცვლად თავში აქვს დამაგრებული ლითონის მავთული, რომელიც ამოძრავებს ტანს ხელ-ფეხთან ერთად.
მარიონეტი მოხსენიებული აქვთ ანტიკური ეპოქის ავტორებს. პოულობენ არქეოლოგიური გათხრების დროს. მარიონეტული თეატრი, როგორც ხალხური წარმოდგენის სახეობა განვითარდა ევროპის ქვეყნებში XVIII — XIX საუკუნეებში.
გადატანითი მნიშვნელობით მარიონეტი არის ადამიანი, მთავრობა, სახელმწიფო, რომელიც ბრმად, უსიტყვოდ ასრულებს სხვის ნება სურვილს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 443.