თბილისის მარიონეტების თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარიონეტული თეატრი)

მარიონეტების თეატრი — პირველი ქართული მარიონეტული თეატრი, დაარსდა თბილისში 1980 წელს. თეატრმა დადგა რევაზ გაბრიაძის „ალფრედი და ვიოლეტა“ (რეჟისორი რ. გაბრიაძე, 1981) და მისივე „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ (რეჟისორი თ. მირზაშვილი, 1982), „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“ (1986), „სტალინგრადის ბრძოლა“. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორია რ. გაბრიაძე, დასის წევრები: ი. აჩბა, ა. ნიკოლაძე, თ. ამირეჯიბი, გ. თოფურია, თ. ჯავახიშვილი, ზ. ჩიკვილაძე, ჰ. ჯიჯიაშვილი, ზ. ქიქოძე. თოჯინების მხატვარი თ. მირზაშვილი, მხატვარი ვ. ბოიახჩიანი, მარიონეტების კონსტრუქტორი მოქანდაკე ე. ნიშნიანიძე, კომპოზიტორები ნ. ავალიშვილი და ე. ისრაილოვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]