მარინა აგლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინა აგლაძე (დ. 23 მარტი, 1959, თბილისი) — ქართველი ექიმი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1985 წლიდან თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომელია. 1988–1995 წლებში იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ მუშაკი. 1995 წლიდან თერაპიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგიის და კლინიკური ფარმაკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 2003 წლიდან დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის თერაპევტ-კარდიოლოგია. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის ქრონიკულ უკმარისობასა და გულის ქრონიკული იშემიური დაავადებების მკურნალობის პრობლემებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებისა და დიგოქსინის შედარებითი ეფექტიანობა გულის ქრონიკული უკმარისობის ხანგრძლივი მკურნალობის დროს“, დაიცვა 1993 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]