მარია ვალვერდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ვალვერდე

მარია 2012 წელს.
მშობლიური სახელი María Valverde
დაბადების სახელი María Valverde Rodríguez
მარია ვალვერდე როდრიგესი
დაბადების თარიღი 24 მარტი, 1987 (1987-03-24) (37 წლის)
მადრიდი, მადრიდის რეგიონი, ესპანეთის დროშა ესპანეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2003-დან დღემდე
პარტნიორ(ებ)ი მარიო კასასი (2009-2014)
გუსტავო დუდამელი (2016-დღემდე)
საიტი www.mariavalverde.net

მარია ვალვერდე როდრიგესი (ესპ. María Valverde Rodríguez; დ. 24 მარტი 1987, მადრიდი, მადრიდის რეგიონი, ესპანეთი) — ესპანელი მსახიობი. მოიგო „გოიას ჯილდო“ თავისი სადებიუტო ფილმით „La Flaqueza del Bolchevique“ (ბოლშევიკის სისუსტე). ასევე ცნობილია ბაბის როლით, წარმატებულ დრამაში „Tres Metros Sobre el Cielo“ (სამი მეტრი ცის ზემოთ).[1][2]

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ვალვერდე დაიბადა 1987 წლის 24 მარტს მადრიდის კარაბანჩელის რაიონში. 16 წლის ასაკში ითამაშა ფილმში ბოლშევიკის სისუსტე, ხოლო ამ ფილმით 2003 წელს მოიგო „გოიას ჯილდო“, საუკეთესო ახალი მსახიობის წოდებით.

მარიამ ასევე მიიღო მონაწილეობა ისეთ ფილმებში, როგორიცაა მელისა: ინტიმური დღიური, ფილმი ეფუძნება მელისა პანარელოს პოლემიკურ წიგნს, ასევე 2009 წელს ითამაშა დამოუკიდებელ ბრიტანულ დრამაში ბზარები, სადაც მთავარი როლი ვალვერდეს გარეშე ევა გრინიც შეასრულა, ფილმის პროდიუსერი რიდლი სკოტი და რეჟისორი მისი ქალიშვილი, ჯორდან სკოტი იყო.

2014 წელს ვალვერდე გამოჩნდა ფილმში გამოსვლა: ღმერთები და მეფეები, სადაც შეასრულა ზიპორაჰის როლი, ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტი იყო, ფილმში ასევე ითამაშეს კრისტიან ბეილი, ჯოელ ედგერტონი, სიგურნი უივერი, ბენ კინგსლი.[3]

2015 წელს მთავარი როლი შეასრულა ანტონ ელჩინთან ერთად, დრამაში დამტვრეული ცხენები, ხოლო 2016 წელს გამოვიდა ფილმი 400 Boy, სადაც თამაშობს ვალვერდე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი როლი შენიშვნა
2003 ბოლშევიკის სისუსტე მარია La flaqueza del bolchevique
2003 Cuando nadie nos mira ანა მოკლე ფილმი
2004 სხეული კონფუზია კუკა Fuera del cuerpo
2005 Vorvik სოფია
2005 მელისა: ინტიმური დღიური მელისა პანარელო
2006 ბორჯია ლუკრეცია ბორჯია Los Borgia
2006 Válido para un baile მოკლე ფილმი
2007 ქურდები სარა Ladrones
2007 მთების მეფე ბეა El rey de la montaña
2007 Las lágrimas del cisne მოკლე ფილმი
2007 ქვიშის კაცი ლოლა El hombre de arena
2008 ანარხისტის ცოლი მანუელა La mujer del anarquista
2009 ბზარები ფიამა კორონა
2010 სამი მეტრი ცის ზემოთ ბაბი Tres metros sobre el cielo
2011 მადრიდი 1987 ანხელა
2012 გაქცევა ანა სერა სერიალი (12 სერია)
2012 ცივი ზარი ინესი A puerta fría
2012 მინდიხარ ბაბი Tengo ganas de ti
2013 ჰერმანოსი ვირჯინია როდრიგესი სერიალი (6 სერია)
2013 ჯორი კონჩი La mula
2013 განმათავისუფლებელი მარია ტერეზა ბოლივარი Libertador
2014 Tú y yo ლაურა მოკლე ფილმი
2014 გამოსვლა: ღმერთები და მეფეები ზიპორაჰი
2014 მარტოხელა მზის ამბავი ლინდა მოკლე ფილმი
2015 დამტვრეული ცხენები ვიტორია
2015 Ahora o nunca ევა
2015 ¿Y tú por qué viajas? მოკლე ფილმი
2016 La carga ელისა
2016 ალი და ნინო ნინო ყიფიანი
2016 გერნიკა ტერეზა პოსტ-წარმოებული
2016 The Limehouse Golem აველინი
2016 Le Vin et le Vent
2016 დაძვრა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biografía de María es su propia página web. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2016-10-14.
  2. Biografía de María en HOLA!
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-30. ციტირების თარიღი: 2016-10-14.