მარი დორო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი დორო

მარი დორო-1902 წელი
დაბადების სახელი მარი კეტრინ სტიუარტი
დაბადების თარიღი 25 მაისი, 1882
დანკანონი, პენსილვანია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი, 1956 (74 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია მსახიობი
მეუღლე(ები) ელიოტ დექსტერი (1915-1922)

მარი დორო ( ინგლ. Marie Doro   დაბ. მარი კეტრინ სტიუარტი (ინგლ. Marie Katherine Steward) დ, 25 მაისი, 1882 დანკანონი, პენსილვანია, აშშ - გ. 9 ოქტომბერი, 1956, ნიუ-იორკი, აშშ.) —ამერიკელი მუნჯი კინოს მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი დორო დაიბადა დანკანონში, პენსილვანია, რიჩარდ ჰენრი სტიუარტისა და ვირჯინია უივერის ოჯახში, გახლდათ ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწის პატრიკ ჰენრის პირდაპირი შთამომავალი. ადრეული ასაკიდან გოგონა მღეროდა გუნდში. მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა მუსიკალურ წარმოდგენებში. მან სამსახიობო კარიერა სან – ფრანცისკოს თეატრის სცენაზე დაიწყო 1903 წელს. ნიუ – იორკში გადასვლის შემდეგ კი ცნობილი თეატრის პროდიუსერის ჩარლზ ფრომანის მფარველობის ქვეშ მოექცა. მისი შეთავაზებით, მსახიობმა წარმატებული კარიერა გაიკეთა ბროდვეიზე, ასევე გამოდიოდა ლონდონში. ინგლისში გასტროლების დროს მარი დორომ ითამაშა მაშინ ჯერ კიდევ  უცნობ მოზარდ ჩარლი ჩაპლინთან ერთად, რომელიც მასზე იყო შეყვარებული. მოგვიანებით, როდესაც ჩაპლინი ცნობილი გახდა, ისინი ერთმანეთს  ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდნენ, მარი დორომ აღიარა, რომ არაფერი ახსოვდა.[1][2]

დოროს თეატრალური მოღვაწეობა დასრულდა ჩარლზ ფრომანის გარდაცვალებით 1915 წელს, რის შემდეგაც მსახიობმა კინოში გადაინაცვლა, მომდევნო რვა წლის განმავლობაში იგი  თხუთმეტ ფილმში გადაიღეს. მონაწილეობდა  ფილმებში: "დრიადი" (1916), "ნორა ფლინის სიყვარული" (1916), "ოლივერ ტვისტი" (1916) და "ბეატრისი" (1921).

მარი დორო ცოტა ხნით იყო დაქორწინებული ვოდევილისა და მუნჯი კინოს მსახიობ , რომელსაც დაშორდა 1922 წელს.  ამის შემდეგ მსახიობი აღარ გათხოვილა.[3][4]

1920-იანი წლების დასაწყისში მარი დოროს  ჰოლივუდზე იმედი გაუცრუვდა. იგი დაბრუნდა ბროდვეიზე, მაგრამ  იქ მხოლოდ ერთ დადგმაში მიიღო მონაწილეობა. მსახიობმა 1924 წელს დატოვა შეერთებული შტატები და ევროპაში  დამკვიდრდა. იქ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში იტალიასა და დიდ ბრიტანეთში.

მარი დორო-1909 წელი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ მარი დორო  კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.. ერიდებოდა მეგობრებთან და ნაცნობებთან კონტაქტსაც კი. მისი გაუცხოება  იმ დონემდე მივიდა, რომ მსახიობი კვირაში ოთხჯერ მაინც იცვლიდა საცხოვრებელს.  დორო დიდ დროს უთმობდა სულიერ საკითხებს, ხშირად დადიოდა ნიუ- იორკის გაერთიანებულ სასულიერო სემინარიაში.[5][6]

მარი დორო გარდაიცვალა ნიუ-იორკში 1956 წელს 74 წლის ასაკში გულის უკმარისობით. დაკრძალეს მშობლიურ ქალაქ დანკანონში, პენსილვანია. მისი ნების თანახმად, მისი ქონება 90 000 აშშ დოლარი გადაეგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების მსახიობების ფონდს.

1960 წლის თებერვალში ჰოლივუდის დიდების ხეივანში   მარი დოროს სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამჟამად, მისი მონაწილეობით თხუთმეტი ფილმიდან მხოლოდ ოთხია შემორჩენილი.[7][8]

მარი დორო ჰგავდა შავგვრემან თოჯინას დრეზდენიდან, რომელიც კრიტიკოსმა უილიამ ვინტერმა აღწერა, როგორც „პიკანტური სილამაზის, მკვეთრი ინდივიდუალობის და იშვიათი გამომსახველობის ახალგაზრდა მსახიობი.  ის იყო ნიჭიერი, ლამაზი და დამოუკიდებელი ვარსკვლავი. რამდენიმე შემორჩენილი უხმო  ფილმი მისი მონაწილეობით გვიჩვენებს ბუნებით დაბადებულ ნიჭიერ მსახიობს, რომელიც ყოველთვის ვერ იღებს საუკეთესო როლებს.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩარლზ ჩაპლინი, ჩემი ბიოგრაფია.თბილისი:ხელოვნება, 1978., გვ. 354

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Charlie Chaplin - Marie Doro - A Forgotten Star". Freewebs.com. Retrieved February 17, 2014
  2. Winter, William, Introduction to The American Stage of To-day (P. F. Collier & Son, 1910).
  3. Great Stars of the American Stage Profile #48 by Daniel C. Blum, c.1954
  4. "Marie Doro now is Mrs. Elliott Dexter". The Bisbee Daily Review. December 24, 1915.
  5. Thomas, Lowell, Adventures Among Immortals (Dodd, Mead & Company, 1937), p. 267.
  6. Morehouse, Ward, Matinee Tomorrow, Fifty Years of Our Theater (Whittlesey House, 1949), p. 17.
  7. Silent films were mostly made on highly unstable and flammable cellulose nitrate film.
  8. "Find Your Way Coaching". Find Your Way Coaching. Archived from the original on February 22, 2014. Retrieved February 17, 2014.