მანჭკვალას მატყუარა (ლათ.Hypholoma fasciculare) — შხამიანი ქუდიანი სოკო სტროფარისებრთაოჯახისა. აქვს მომწვანო-ყვითელი, შუაში მოწითალო ქუდი, რომელიც ჯერ ზარისებრია, შემდეგ გაშლილი, მისი დიამეტრი 2—5 სმ აღწევს. ფეხი ქუდისკენ მოყვითალოა, ძირისკენ მოყვითალო-ყავისფერი; აქვს საყელო, რომელიც მალე ქრება. ფირფიტები ჯერ მოყვითალოა, შემდეგ კი — მომწვანო-შავი. იზრდება გამხმარ და დამპალ ხეებზე ჯგუფ-ჯგუფად ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ჰგავს მანჭკვალას, მისგან განსხვავდება ქუდისა და ფირფიტების ფერით.