მაისის გადატრიალება (პოლონეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაისის გადატრიალება
Przewrót majowy

პილსულდსკი იგდებს ძალაუფლებას ხელში
თარიღი 12 - 15 მაისი 1926 წელი
მდებარეობა ვარშავა, პოლონეთი
შედეგი სანაციას გამარჯვება
მხარეები
სანაცია და მისი ჯარის ერთგული ნაწილი, ვარშავას პოლიცია მთავრობა და მისი ჯარის ერთგული ნაწილი
მეთაურები
მარშალი იუზეფ პილსუდსკი პრეზიდენტი სტანისლავ ვოიცეხოვსკი, პრემიერ-მინისტრი,
ვინცენტი ვიტოსი
ძალები
12 000 6000 — 8000
მაისის გადატრიალება ვიკისაწყობში

მაისის გადატრიალება პოლონეთში (პოლ. Przewrót majowy ან პოლ. zamach majowy, 12−14 მაისი 1926 წელი) — წარმოიქმნა მარშალი იუზეფ პილსუდსკის მეთაურობით, რომელმაც მიუხედავად მინისტრის წოდებისა პრაქტიკულად შექმნა საომარი დიქტატურა 1935 წლამდე. ეს სამხედრო გადატრიალება თავისი სახით წარმოადგენს საკმაოდ რადიკალური სახელმწიფო რეფორმების პერიოდის დასაწყისს, რომლებიც გერმანიისა და სსრკ-ის უწყვეტი კონფლიქტების ფონზე გაიარა.

მოვლენების განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუზეფ პილსუდსკი ოთხი წლით მოშორდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაგრამ 1926 წლის მაისისთვის მან გამოიყენა მისთვის თავდადებული სამხედრო ძალები. პილსუდსკს ასევე მხარი დაუჭირა ვარშავის სოციუალურ მუშაკთა პოლიციამ.

ბრძოლა ვარშავისთვის, რომელსაც იცავდნენ მაშინდელი პრეზიდენტი სტანისლავ ვოიცეხოვსკი და პრემიერი ვინცენტი ვიტოსი, გაგრძელდა 3 დღე. ბრძოლის ფარგლებში დაიღუპა 250 მებრძოლი და 164 მშვიდობიანე მოსახლე, დაახლოებით 1000-მა ადამიანმა მიიღო დაზიანება.

იუზეფმა იგდო ძალაუფლება ხელში და გამოაცხადა „სანაციას“ პოლიტიკა (ე.წ სახელმწიფო გაუმჯობესება). ახალმა სეიმმა პილსუდსკი აირჩია პრეზიდენტის პოსტზე, რომელზეც მან უარი განაცხადა. იუზეფის წინადადების მიხედვით პრეზიდენტი გახდა პროფესორი იგნაცი მოსციცკი, პრემიერი ალექსანდრე სკშინსკი. პოლონეთის ისტორიაში დაიწყო „პოლკოვნიკების მმართველობა“, რადგან პილსუდსკის საზოგადოება შედგებოდა ძირითადად მოქმედი ოფიცრებისგან ან პოლონური ჯარის ვეტერანებისგან[1].

საბოლოოდ პილსუდსკის რეჟიმი და პარლამენტში მისი მხარდაჭერი მთავრობასთან თანამშრომელი უპარტიო ბლოკი ატარებდა მემარჯვენე-ცენტრისტულ, კონსერვატიულ და პატერნალისტურ ხასიათს, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების მორალური ღირებულებების განახლებას ავტორიტარული მეთოდებით (რაც ახლოებდა მას „შავი პოლკოვნიკების“ მეთოდებთან 1970-იანების საბერძნეთში). მართველობის მიწურულს, 1935 წლის აპრილში, პილსუდსკის მართველობამ უზრუნველყო ე.წ აპრილის კონსტიტუციის მიღება, რომელსაც პოლონეთის მმართველობა იყენებდა დევნილობაში მეორე მსოფლიო ომის წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История Польши. Юзеф Пилсудский приходит к власти. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-13. ციტირების თარიღი: 2017-04-02.