ლუდოგორიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზისჩასვლა სამხრეთ ლუდოგორიეში

ლუდოგორია (ბულგ. Лудогорие, თურქ. Deliorman - შეშლილი ტყეების რეგიონი) — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში. რეგიონის უდიდესი ქალაქებია რაზგრადი და პლისკა. რეგიონი წარმოადგენს დუნაის დაბლობის ნაწილს. მისი უმაღლესი წერტილი მდებარეობს სოფელ სამუილთან და წარმოადგენს ზღვის დონიდან 485.70 მეტრს. ყველაზე დაბალი წერტილი არის 39.14 მეტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ludogorie.org, ლუდოგორიეს ადგილობრივი კულტურისა და განათლების ასოციაციის ვებ-გვერდი (ბულგარული)