ლიკვიდურობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიკვიდურობა (liquidity) — ეკონომიკური ტერმინი, რომელიც მიუთითებს ფასიანი ნივთების (აქტივების) უნარზე სწრაფად გაიყიდოს საბაზროსთან მიახლოებულ ფასად. ლიკვიდური - ფულად ქცევადი.

განასხვავებენ მაღალლიკვიდურ, დაბალლიკვიდურ და არალიკვიდურ ფასეულობებს (აქტივებს). რაც უფრო სწრაფად და ადვილად შეიძლება აქტივზე მისი სრული ღირებულების მიღება, მით უფრო ლიკვიდურად ითვლება იგი. ლიკვიდურობის უმაღლესი ხარისხი ფულად ერთეულებს გააჩნია.

საბუღალტრო ბალანსის აქტივები ლიკვიდურობის მიხედვით:

  • ფულადი სახსრები კომპანიის ანგარიშებზე და სალაროში
  • მიმდინარე დებიტორული დავალიანება
  • საქონლისა და მასალის მარაგი საწყობებში
  • მანქანები და მოწყობილობები
  • შენობები და ნაგებობები