კრისტო-დე-ლა-კონკორდია
თემა
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/54/Cristo_de_la_Concordia_02.jpg/250px-Cristo_de_la_Concordia_02.jpg)
კრისტო-დე-ლა-კონკორდია (ესპ. Cristo de la Concordia) — იესო ქრისტეს ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ბოლივიის ქალაქ კოჩაბამბაში, სან-პედროს ბორცვზე. მისი სიმაღლე 34.20 მეტრია, პიედსტალის სიმაღლე 6.24 მ, ხოლო საერთო სიმაღლე 40.44 მეტრს შეადგენს. ის უფრო ფართოა, ვიდრე რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება და წარმოადგენს იესო ქრისტეს ყველაზე დიდ სტატუეტს მთელ მსოფლიოში, ამავე დროს, ზოგადად ყველაზე დიდ ქანდაკებას მთელს სამხრეთ ნახევარსფეროში.[1][2]
მისი მშენებლობა 1987 წლის 12 ივლისს დაიწყო და 1994 წლის 20 ნოემბერს დასრულდა. ნახაზი შეიქმნა რიო-დე-ჟანეიროს ქანდაკების მიხედვით. ქალაქ კოჩაბამბას გადმოჰყურებს 265 მეტრი სიმაღლიდან, ხოლო ზღვის დონიდან, 2 840 მეტრზე მდებარეობს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Boliviaweb: El Christo de la Concordia დაარქივებული 2013-04-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Blore, Shaun (2004). Frommers South America. Frommer's. ISBN 0764571699. p. 221 [1]
- ↑ Largest Christ Statue in the World. Turn Back to God (2009-03-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-07. ციტირების თარიღი: 2009-09-14.