კოლა-მიკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კოლა-მიკერი
Colla Micheri

თურ ჰეიერდალის საფლავი კოლა-მიკერიში
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 43°58′09″ ჩ. გ. 8°09′27″ ა. გ. / 43.9693000° ჩ. გ. 8.1576000° ა. გ. / 43.9693000; 8.1576000
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
კოლა-მიკერი — იტალია
კოლა-მიკერი

კოლა-მიკერი (იტალ. Colla Micheri) — შუა საუკუნეების სოფელი ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, ლიგურიაში. მდებარეობს საზღვაო ქალაქ ლაიგუელიის პირდაპირ. სოფლის ცენტრშია შუა საუკუნეების ფურნე. რომაული გზა „Via Iulia Augusta“, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 13 წელსაა აშენებული, სწორედ კოლა-მიკერის ტერიტორიაზე გადის. თანამედროვე დროში სოფელი განთქმულია როგორც ცნობილი ნორვეგიელი მოგზაურის თურ ჰეიერდალის გარდაცვალების ადგილი. მოგზაური სოფელში თავის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Evensberget, Snorre (1994). Thor Heyerdahl - The Explorer. J.M. Stenersens Forlag A.S, გვ. 162–164, 166, 192, 201, 202, 205, 206, 255. ISBN 978-8272011894.