კიბო-მავედრელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიბო-მავედრელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Squilla mantis

კიბო-მავედრელა (ლათ. Squilla mantis) — უხერხემლო ცხოველი პირფეხიანების რიგისა. ცხოვრობს ხმელთაშუა ზღვაში. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს. აქვს გრძელი და ძლიერი მუცელი. თავზე — წყვილი ღეროსებრი მოძრავი ფასეტური თვალი და 2 წყვილი ულვაში. სქესმწიფე კიბო-მავედრელა ზღვის ფსკერზე ცხოვრობს, ხოლო ლარვა პლანქტონურ ცხოვრებას ეწევა. აქვს მცირე სარეწაო მნიშვნელობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]