კარდამონის მთები
კარდამონის მთები — მთები ინდოეთის სამხრეთით, დასავლეთ გატების სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 2019 მ-მდე (მთა კოტაიმალაი). უმთავრესად აგებულია გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. კალთები ციცაბოა და ღრმა ხეობებით არის დანაწევრებული. შემოსილია ნოტიო ტროპიკული ტყით. არის ჩაისა და კაუჩუკის პლანტაციები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 398.