იმედო ფხაკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმედო ფხაკაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი იმედო ფხაკაძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი, 1942
გარდ. თარიღი 21 ივლისი, 2021
სიმაღლე 1.82 სმ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ხელბურთი
გუნდი ბურევესტნიკი

იმედო ფხაკაძე (დ. 20 ნოემბერი, 1942, საქართველო- გ. 21 ივლისი, 2021) — ქართველი ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკსა“ (1962–1974) და სსრკ ნაკრებში (1963–1971). მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ჩემპიონი 1968 წელს, სსრკ-ის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. სსრკ-ის ნაკრებში ჩაატარა 68 მატჩი, გაიტანა 193 გოლი. იყო თბილისის „ბუერვესტნიკის“ მთავარი მწვრთნელი (1974-1978). მისი ხელმძღვანელობით „ბურევესტნიკი“ სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადასა (1975) და სსრკ-ის ჩემპიონატში (1977) მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. მცირე ხნით ავარჯიშებდა იორდანიის ნაკრებს (1976). არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]