იაპონიის მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იაპონიის მუსიკა - იაპონიის მუსიკალური ტრადიცია. იაპონიის მუსიკა მოიცავს შემსრულებლების ფართო სპექტრს სხვადასხვა სტილში, როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე. სიტყვა "მუსიკა" იაპონურად იწერება, როგორც 音楽 (ონგაკუ) და აერთიანებს ბგერის და სიამოვნების მანიშნებელ იეროგლიფებს. იაპონია ფიზიკური მუსიკის უდიდესი ბაზარია მსოფლიოში, რომლის ღირებულება 2014 წლის მონაცემებით 2 მილიარდი აშშ დოლარია და მსოფლიოში სიდიდით მეორე უდიდესი მუსიკალური ბაზარია, რომლის საერთო ღირებულებაა 2.6 მილიარდი დოლარი [1]. ბაზარზე დომინირებენ იაპონელი შემსრულებლები, 2014 წლის ტოპ 50 ბესტსელერი ალბომიდან 37 და ტოპ 50 ბესტსელერული სინგლიდან 49 იაპონელ შემსრულებლებს ეკუთვნოდა [2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიაში მუსიკალური კულტურა არსებობდა უძველესი დროიდან, თუმცა ძველი იაპონური მუსიკა, რომელზეც ცნებები ემყარება არქეოლოგიურ მტკიცებულებებს და ჩინურ ქრონიკებში წერილობით ცნობებს, საკმაოდ პრიმიტიული და ერთგვაროვანი იყო. იხმარებოდა ისეთი მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორც იამატო-ბუ - ბამბუკის ფლეიტა, იამატო-გოტო და სხვა პრიმიტიული ინსტრუმენტები. 701 წელს მიღებული ტაიჰოს კოდექსის თანახმად შეიქმნა საიმპერატორო კარის მუსიკაზე პასუხისმგებელი ორგანო. დაიწყო უცხოური, პირველ რიგში, ჩინური, აგრეთვე ხალხური მუსიკის შესწავლა. უცხოური მუსიკა იაპონური მსოფლმხედველობისა და ესთეტიკის ნორმებთან შესაბამისობაში სრულდებოდა. მიღებული მუსიკის - გაგაკუს შესრულება სასახლის სხვადასხვა ღონისძიებებზე დაიწყო. აგრეთვე გავრხელებული იყო ბუდისტური რელიგიური მუსიკა.

დასავლური მუსიკის გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპული მუსიკის შეღწევა იაპონიაში დაიწყო მეიძის რევოლუციის შემდეგ. 1872 წლიდან იაპონიის სკოლებში ევროპული სტილის სიმღერის სწავლება დაიწყო, ხოლო 1887 წლიდან გაიხსნა ტოკიოს მუსიკალური სკოლა, სადაც ასწავლიდნენ ევროპასა და ამერიკიდან მოწვეული კულტურული მოღვაწეები. იაპონიაში ევროპული მუსიკის გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რაფაელ ფონ კიბერმა - მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა და 1893-1914 წლებში ტოკიოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორმა რუსული წარმოშობის გერმანელმა. 1903 წელს იაპონიაში პირველი ევროპული ოპერის წარმოდგენაზე იგი პიანიმოს უკრავდა. შემდგომში იაპონია კლასიკური მუსიკის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. [3]

1920-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში დაიწყო პირველი პოპულარული მუსიკის შექმნა, უმეტეს შემთხვევაში ეს იყო იმ დროის ამერიკული პოპ-მუსიკის, ჯაზისა და ბლუზის იმიტაცია. [4] ჟანრს დაარქვეს რიოკოკა (流行歌 ryu: ko: ka), რაც სიტყვასიტყვით "პოპულარულ სიმღერას" ნიშნავს. იაპონელმა მომღერლებმა სწორედ ამ პერიოდში შეცვალეს სიმღერის ტრადიციული სტილები (მაგ. კობუსი), კლასიკური ევროპული სტილებით. რიუკოკას ჟანრი არსებობდა იმავე საუკუნის 60-იან წლებში J-pop- ის გაჩენამდე.

J-Pop[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

J-Pop (იაპონური პოპი) თავდაპირველად ,XX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა ამერიკული როკ-ნ-როლის, კერძოდ იაპონური ბითლომანიის გავლენით. შემდგომში ჟანრმა სხვა პოპულარული მიმდინარეობების გავლენა განიცადა [5]. J-Pop დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს კულტურის გავლენის მკვეთრი მაგალითია - დასავლური მუსიკიდან ნასესხები ელემენტებია, რომლებიც ტრადიციულ იაპონურ მუსიკაში საერთოდ არ არსებობს, თანამედროვე მუსიკა თანდათან დაშორდა იაპონურ პენტატონიკას, ტრადიციულ მელოდიებსა და ტექნიკებს, თუმცა, ტრადიციული ელემენტების გამოყენებით დაწერილი კომპოზიციები იაპონიაში დღესაც საკმაოდ პოპულარულია.

დღეს J-Pop იაპონური მუსიკის წამყვანი ჟანრია, ის პოპულარულია იაპონიის გარეთაც. მას უმეტესად წარმოადგენენ Idol-ჯგუფები (ინგლ. Idol - კერპი) - ხელოვნურად შექმნილი გოგონათა ან ვაჟთა პოპ-ჯგუფები.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Malm, William P. (1959), Japanese Music and Musical Instruments (1st ed.), Tokyo & Rutland, Vt.: C. E. Tuttle Co.
  • Malm, William P. (1963), Nagauta: The Heart of Kabuki Music, Westport, Conn.: Greenwood Press, hdl:2027/mdp.39015007996476

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://factsanddetails.com/japan/cat20/sub130/item708.html#:~:text=In ancient times, nobles were,into festival and recital music.
  2. http://iha-gagaku.com/english/history.html დაარქივებული 2021-05-08 საიტზე Wayback Machine.
  3. https://web.archive.org/web/20130212102840/http://www.oricon.co.jp/news/confidence/25384/