იაკამარასებრნი (ლათ.Galbulidae) — ფრინველებისოჯახიკოდალასნაირთარიგისა. უმრავლესობა ბეღურის ტოლია. აქვთ წვრილი, გრძელი ნისკარტი, მოგრძო სხეული. რბილ და მარავალფერ ბუმბულ-საფარველს მკვეთრი ლითონისფერი ბზინვარება დაჰკრავს. იაკამარასებრთა ოჯახი 5 გვარის 18 სახეობაა.[1] გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტყეებში. ბუდობენ ფლატეებზე, სოროებში, ან ხის ფუღუროებში. დებენ 2-4 თეთრ, მრგვალ კვერცხს. დედალ-მამალი მორიგებით კრუხობს. ყველაზე გავრცელებული სახეობებია მწვანე იაკამარა (ლათ.Galbula viridis) და სამოთხის იაკამარა (ლათ.Galbula dea).