თენგიზ ივანიცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თენგიზ ივანიცკი (დ. 24 ივლისი, 1924, ტფილისი — გ. 26 ივნისი, 1992) — ქართველი გეოქიმიკოსი, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1979)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში, 1955 წლიდან ხელმძღვანელობს გეოქიმიის განყოფილებას; 1955-1975 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თ. ივანიცკის შრომები ძირითადად ეხება მადნეულ საბადოთა მინერალოგია-გეოქიმიისა და მაგმური ქანების გეოქიმიის საკითხებს. თ. ივანეცკიმ (ვ. ქოიავასთან ერთად) გამოსცა პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გეოქიმიაში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზოგადი გეოქიმიის მოკლე კურსი - თბილისი , 1972
  • მეტალთა საბადოების გეოლოგია - თბილისი, 1967

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]