ზაქარია ბილანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაქარია ბილანიშვილი
დაბადების თარიღი 1862
პატარძეული
გარდაცვალების თარიღი 1934
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
დროშა: სსრკ სსრკ
განათლება ვორონეჟის სამხედრო სასწავლებელი
საქმიანობა პუბლიცისტი, ფოლკლორისტი, საზოგადო მოღვაწე

ზაქარია (შაქრო) გრიგოლის ძე ბილანიშვილი (დ. 1862, სოფ. პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი ― გ. 1934, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ფოლკლორისტი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ვორონეჟის სამხედრო სასწავლებელში. საქართველოში დაბრუნებული ბილანიშვილი ხალხოსნურ მოძრაობაში ჩაება. „დროებასა“ და „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში იგი აქტიურად ეხმაურებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს, ქადაგებდა ხალხოსანთა იდეებს. 1902 წელს დააპატიმრეს. 1910 წელს გადასახლებული იყო როსტოვში. ბილანიშვილს წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშთა შეკრება-შესწავლაში. 1883-1887 წლებში მის მიერ სოფელ პატარძეულში შეკრებილი ფოლკლორული მასალის დიდი ნაწილი „ძველი საქართველოს“ III ტომში გამოქვეყნდა (1914). 1903 წელს ბილანიშვილი ქართული ხალხური სიტყვიერების შეგროვების თანამგრძობთა საზოგადოების ხელმძღვანელად აირჩიეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახოკია თ., ჩემი საუკუნის ადამიანები, თბ., 1969;
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შაქრო (ზაქარია) ბილანიშვილი. Iverieli. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.