ვინიალესის ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვინიალესის ხეობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Viñales Valley
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** ლათინური ამერიკა და კარიბები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 840
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 840
ინგლ.რუს.ფრ.

ვინიალესის ხეობა (ესპ. Valle de Viñales) — კარსტული ღრმული კუბაში. ხეობა მოიცავს 132 კმ² ტერიტორიას და მდებარეობს სიერა-დე-ლოს ორგანოსის ტერიტორიაზე, მხოლოდ მისი ჩრდილოეთ ნაწილია პინარ-დელ-რიოს პროვინციის ტერიტორიაზე.

ხეობის უკიდურეს დაბლობებზე გაშენებულია თამბაქო და სხვა კულტურები. ირგვლივ მდებარეობს არაერთი გამოქვაბული. ხეობაში კუნძულის მსგავსად აღმართულია ბევრი კლდე, რომლებსაც მოგოტას უწოდებენ. ვინიალესი მთავარი ღირსშესანიშნაობაა იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც კლდეზე ცოცვა იტაცებთ.

ამ ხეობისათვის დამახასიათებელია არაერთი ენდემური ცხოველთა და მცენარეთა სახეობა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]