ვეს კავკაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეს კავკაზ“ (რუს. Весь Кавказ, „მთელი კავკასია“) — ილუსტრირებული კრებული. ერთადერთი ნომერი გამოვიდა თბილისში 1903 წელს. მიძღვნილი იყო კავკასიელ ხალხთა (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები) კულტურულ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხებისადმი. კრებული იყოფა 11 განყოფილებად (ქრონოლოგია, ადმინისტრაცია, გეოგრაფია, ისტორია, ეთნოგრაფია, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა-მრეწველობა, სამთო საქმე, ლიტერატურა, ბიბლიოგრაფია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]