ეჯიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეჯიბი (არაბ. ჰაჯიბ - მეფის მეკარე, კარისკაცი), ორი მნიშვნელობა აქვს:

  • ერთ-ერთი დიდმოხელე ქართველი მეფის სასახლეში, მეკარე, მეფისთვის მთხოვნელთა სურვილის მომხსენებელი. ამირეჯიბის ხელქვეითი. ჰქონდა დარბაზში შესვლის განსაკუთრებული უფლება. საქართველოში ეჯიბები ჰყავდათ დიდებულ ხელისუფლებსაც და მაღალი წრის მანდილოსნებსაც. სელჩუკთა სახელმწიფოში სასახლის მსახურთა უფროსი იყო საგანგებო მოხელე "დიდი ჰაჯიბი" ("ჰაჯიბთ-ჰაჯიბი").
  • (ეთნოგრაფია) ქართულ საქორწინო ცერემონიალში ვაჟის მაყრების უფროსი, რომელიც მეფის (ნეფის) წარმომადგენელი და ნება-სურვილის აღმსრულებელი იყო. მთიულეთში ეჯიბი სასიძოს მკვიდრი ბიძაშვილი უნდა ყოფილიყო. მისი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა ჯვარდაწერილი ნეფე-დედოფლისათვის გვირგვინის მოხდა იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ითონიშვილი ვ., ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960;
  • ჭყონია ი., ქორწინების ინსტიტუტი მთიულეთში, ნაწ., 1, თბ., 1955;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928;