ამირეჯიბი (თანამდებობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამირეჯიბი (არაბ. ამირ ჰაჯიბ — კარისკაცთა ამირა) — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის მოხელე - მანდატურთუხუცესის თანაშემწე და ეჯიბთა უფროსი. სათათბირო ხმით სავაზიროს წევრი. ევალებოდა სამეფოში წესრიგის დაცვა, შეთქმულებათა აღკვეთა და სხვა, ამიტომ უფლება ჰქონდა ყოველ ჟამს წარმდგარიყო მეფის წინაშე. სამეფო კარზე ამირეჯიბი განაგებდა დარბაზობისა და პურობის ცერემონიას. როგორც საპატიო მოხელეს, ჰყავდა საგანგებო მხლებელი — ზედამდგომელი. ამირეჯიბის თანამდებობისაგან წარმოდგა გვარი ამირეჯიბი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]