ეშლი ოლსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეშლი ოლსენი

ეშლი ოლსენი 2011 წელს
დაბადების სახელი ეშლი ფულერ ოლსენი
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1986 (1986-06-13) (37 წლის)
ლოს-ანჯელესი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა დიზაინერი, ავტორი, მსახიობი, პროდიუსერი, ბიზნესმენი
აქტიური 1987–2004 (მსახიობი)
2004–დღემდე (პროდიუსერი)
ჯილდოები მერი-კეიტ ოლსენი (ტყუპი)
ელისაბედ ოსლენი(და)

ეშლი ფულერ ოლსენი (ინგლ. Ashley Fuller Olsen; დ. 13 ივნისი, 1986) — ამერიკელი მსახიობი, დიზაინერი, ბიზნესმენი, პროდიუსერი და ავტორი. მან თავისი სამსახიობო კარიერა დაბადებიდან 1 წლის შემდეგ დაიწყო. თავის ტყუპ დასთან მერი-კეიტ ოლსენთან ერთად გადაიღეს ამერიკულ სატელევიზიო სერიალში, „Full House“-ში (1987-1995).

ტყუპებმა ერთად კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორისაა: „Passport to Paris“ (1999), „Our Lips Are Sealed“ (2000), „Winning London“ (2001), „დასვენების დღეები“ (2001), და სატელევიზიო სერიალი „So Little Time“, რომელშიც მონაწილეობით იგი ნომინირდა ემი ჯილდოზე. დები ერთად გადაიღეს რამდენიმე ვიდეო ფილმში, მათ შორისაა „Getting There“ (2002), „ერთხელ რომში“ (2002), „გამოწვევა“ (2003), „ჩარლის ანგელოზები:სავსე ხახა“ (2003). ბოლო ფილმში სადაც ერთად მიიღეს მონაწილეობა ამერიკული კომედიაა, „ნიუ-იორკის გაელვება“ (2004). ოლსენმა შემდგომ მარტომ განაგრძო თავისი სამსახიობო კარიერა და რამდენიმე ფილმში და სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა. მისი სამსახიობო კარიერა 2011 წელს ფილმ „საშიშად ლამაზი“-ში მონაწილეობით დასრულდა.

2012 წლის მარტში, ტყუპებმა, მერი-კეიტმა და ეშლი ოლსენმა აღნიშნეს რომ მათ სამსახიობო კარიერის დასრულება და მოდის ინდუსტრიაში შესვლა სურთ. მერი-კეიტმა და ეშლიმ ტანსაცმლის ბრენდი „The Row“ დააფუძნეს და უფრო ხელმისაწვდომი ბრენდის ხაზები „Olsenboye“ და „StyleMint“[1]. ისინი ახლა ამერიკელი დიზაინერების საბჭოს წევრები არიან.

დაბადება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეშლი ოლსენი 1986 წლის 13 ივნისს კალიფორნიაში დაიბადა, არის ჯერნიტის „ჯერნი“-ს და დევიდ „დეივ“-ის ქალიშვილი. დედამისი მენეჯერია, ხოლო მამამისი ბანკირი და უძრავი ქონების დეველოპერი.[2] ეშლის უმცროსი და ელისაბედ ოლსენი და ტყუპისცალი მერი-კეიტ ოლსენი ჰყავს, რომელთაც ეშლის მსგავსად სამსახიობო კარიერა აქვთ. მას ასევე ერთი უფროსი ძმა ჰყავს, სახელად-ტრენტი, ხოლო მამამისის მეორე ქორწინებიდან ორი უმცროსი ნახევარძმა ტეილორი და ჯეკი.[3] 1996 წელს, ეშლის მშობლების ურთიერთობა 1996 წელს განქორწინებით დასრულდა.[4] მსახიობი ეთნიკური წარმომავლობით ნორვეგიელი და ინგლისელია, ხოლო დედამისი ფრანგი, გერმანელი და იტალიელია.[5] მან ლოს-ანჯელესში „Campbell Hall“-ის სკოლა დაამთავრა, ხოლო სწავლა ტყუპისცალთან, მერი-კეიტთან ერთად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ხელოვნების სკოლაში გააგრძელა.[6]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ეშლიმ ტაპლოიდური ჟურნალის–„National Enquirer“-სის წინააღმდეგ 40 მილიონ აშშ დოლარიანი სარჩელი შეიტანა სასამართლოში, იმის გამო რომ მსახიობს ნარკოტიკულ სკანდალში მონაწილეობა დააბრალეს, თუმცა მოგვიანებით „National Enquirer“-მა ბოდიში მოუხადა და უთხრა მას რომ ჟურნალი არ ფიქრობს რომ მას ამ ნარკოტიკულ სკანდალთან კავშირი ჰქონდა.[7]

ოლსენს ახლა სასიყვარულო ურთიერთობა არტისტთან, ლუის ეიზნერთან აქვს.[8][9][10][11][12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Olsen twins: We're all about fashion“. Yahoo! News. May 11, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 18, 2012. ციტირების თარიღი: June 18, 2012.
  2. Ashley Olsen Biography (1986- ). Filmreference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 15, 2015. ციტირების თარიღი: May 4, 2016.
  3. Mary-Kate and Ashley Olsen Biography. The Biography Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 31, 2010. ციტირების თარიღი: May 29, 2010.
  4. Tauber, Michelle (May 3, 2004). "Two Cool" დაარქივებული 2013-10-22 საიტზე Wayback Machine. . People. Vol. 61 No. 17
  5. Mobile Marketing Gets Cool დაარქივებული April 20, 2013, საიტზე Archive-ItCategory:Webarchive template other archives. eventmarketer.com. Retrieved August 7, 2013.
  6. Baum, Geraldine (September 13, 2004). „At NYU, but in a class of their own“. LA Times. ციტირების თარიღი: January 11, 2018.
  7. Marikar, Sheila. (May 19, 2009) The National Enquierer: Enemy No. 1?. ABC News. ციტირების თარიღი: March 17, 2016.
  8. https://www.elle.com/culture/celebrities/a28550884/who-is-ashley-olsen-boyfriend-louis-eisner/
  9. https://www.usmagazine.com/celebrity-news/news/ashley-olsen-sparks-engagement-rumors-with-boyfriend-louis-eisner/
  10. https://www.etonline.com/ashley-olsen-sparks-engagement-rumors-during-date-night-with-boyfriend-louis-eisner-129538
  11. https://graziadaily.co.uk/celebrity/news/ashley-olsen-boyfriend-louis-eisner/
  12. https://www.yourtango.com/2019326773/ashley-olsen-engaged-louis-eisner