ელექტროლიტური დისოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელექტროლიტური დისოციაცია — წყალში გახსნისას ან გალღობისას ელექტროლიტის იონებად დაშლა. ელექტროლიტური დისოციაციის შედეგად ხსნარში წარმოიქმნება დადებითი და უარყოფითი იონები ეკვივალენტური რაოდენობით. ამიტომ ელექტროლიტის ხსნარი ელექტრონეიტრალურია, წარმოქმნილი იონები ჰიდრატირებულია, ე. ი. თითოეულ იონთან შეერთებულია წყლის ერთი ან რამდენიმე მოლეკულა.

ელექტროლიტური დისოციაციის პროცესებს, ქიმიური რეაქციების მსგავსად, განტოლებებით გამოსახავენ. მჟავების დისოციაციით მიიღება წყალბად–იონი (კატიონი) და მჟავას ნაშთის იონი (ანიონი):

აქედან ჩანს, რომ მჟავა ელექტროლიტია, რომლის დისოციაციით წყალბად–იონები და შესატყვისი ანიონები მიიღება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]