ეგინე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგინე

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 15 სექტემბერი, 1989(1989-09-15) (34 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი
ეგინე ვიკისაწყობში

ეგინე გრიგორიანი(სომხ. Հեղինե Գրիգորյան; დ. 15 სექტემბერი, 1989, ერევანი, სომხეთი) ან ეგინე(სომხ. Իջին, რუს. Иджùн) ან ეზჰინე [1]სომეხი-რუსი მომღერალი, მუსიკათა და მელოდიათა მწერალი. ამჟამად ცხოვრობს მაიამიში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1989 წლის 15 სექტემბერს, ერევანში, სომხეთში;[2] აღიზარდა რუსეთში. იგი არის რუსი მომღერალი, მუსიკათა და მელოდიების მწერალი, მოდელი და მოცეკვავე.[1] მუსიკისადმი სიყვარული გენეტიკურად გადმოეცა. მისი მამა არის წარმატებული გიტარისტი, ხოლო დედა მომღერალი და ვოკალის მასწავლებელი. მისი მუსიკისადმი ინტერესი 7 წლის ასაკში გამოჩნდა. თავდაპირველად ჩაირიცხა გნესინის სახალხო მუსიკალური პოპ და ჯაზ ხელოვნების კოლეჯში, რომელიც მოსკოვში მდებარეობდა. შემდეგში მან წარჩინებით დაამთავრა გნესინის სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯი.[3] ეგინემ ბავშვობაში სხვადასხვა სიმღერის კონკურსსა თუ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე ჯილდომ მოიპოვა; მათ შორიაა „რუსეთის ახალგაზრდა ტალანტის მუსიკალური კონკურსი“. ერთმა ასეთმა გამარჯვებამ მას ლოს ანჯელესში გამართულ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღების უფლება მოუტანა. მისი მუსიკალური შესაძლებლობები პირველად გამოვლინდა საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ჩემპიონატში - კონკურსში რომელში მონაწილეებიც 40 ქვეყნის 75,000 აპლიკანტიდან იყვნე არჩეულები. მხოლოდ და მხოლოდ 16 წლის ასაკში, საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ჩემპიონატში ეგინემ 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მას ასევე მიენიჭა ბოლო პრიზი: საკუთარი ასაკის კატეგორიაში გახდა „Grand Champion Performer“. აღნიშნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ეგინემ სხვადასხვა კომპანიებისგან მიიღო შემოთავაზება. მან კონტრაქტი მაიამიში მდებარე კომპანიასთან გააფორმა; კონტრაქტის ხანგრძლივობა 7 წელია. მას შემდეგ დაიწყო მისი კარიერა აშშ-ში. მწარმოებელ კომპანიასთან 7 წლიანი მუშაობის შემდეგ მისი კონტრაქტი დასრულდა; ეგინემ მათთან მუშაობა არ განაგრძო; შემდგომ მან თქვა: „ბედნიერი ვიყავი, რომ საბოლოოდ გავთავისუფლდი“. მან გადაწყვიტა რუსეთში დაბრუნება და კარიერის ზენიტს სწორედ აქ მიაღწია. იგი გახდა საკუთარი პროექტის პროდიუსერი, საკუთარი სიმღერების შემსრულებელი, არ აქვს გაფომებული კონტრაქტები, მისთვის აღარ არსებობს კომპანიები, იგი არის საკუთარი ბოსი .... ეს გადაწყვეტილება მისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Интервью с певицей Egine (Иджùн) на Премии Art & Business Awards 2019 (April 5, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 25, 2019. ციტირების თარიღი: February 18, 2018.
  2. https://www.gobananasmag.com/, Мария Колбанова. „Egine (Иджин): "Не приемлю двуличие". www.gobananasmag.com/ (rus). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-29. ციტირების თარიღი: 2019-03-24.
  3. Gnessin State Musical College – Russia ko. ციტირების თარიღი: 2018-03-04