გუანჯოუს სამხედრო ოლქი
გუანჯოუს სამხედრო ოლქი — სამხედრო ოლქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ ნაწილში. მისი იურისდიქცია ვრცელდება პროვინციების ხუნანის, ხუბეის, ხაინანის, გუანდუნის, გუანსის, ჰონკონგისა და მაკაოს ყველა შეიარაღებულ ძალაზე.
შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეგიონში არის არმიის ორი ჯგუფი, 41-ე და 42-ე არმია 180000 ჯარისკაცით, ერთი მექანიზირებული ქვეითი დივიზია, სამი მოტორიზებული ქვეითი დივიზია, ერთი საარტილერიო დივიზია, ორი სატანკო ბრიგადა, ერთი საარტილერიო ბრიგადა და ორი სარაკეტო ბრიგადა.