გოგონა დრაკონის ტატუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წიგნის გარეკანი

გოგონა დრაკონის ტატუთი“ (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა „ქალთმოძულე კაცები“) — შვედ მწერალ სტიგ ლარსონის კრიმინალური რომანი. „გოგონა დრაკონის ტატუთი“ პირველი წიგნია „მილენიუმის ტრილოგიისა“. რომანი შვედურ ენაზე 2005 წელს გამოიცა.

„გოგონა დრაკონის ტატუთი“ 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. წიგნი ქართულ ენაზე 2011 წელს გამოიცა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

40 წლის წინ შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე მომხდარ მკვლელობის გამოძიებას 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი ცხოვრება შესწირა. სიბერეშიც ერთი სურვილი აქვს - გაიგოს, ვინ მოკლა მისი ძმის შვილიშვილი. მოხუცი საქმის გამოსაძიებლად ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს ქირაობს. ბლუმკვისტთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ლისბეთ სალანდერი, ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი... ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამ სამი ადამიანის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელიც ფოტოებით, საარქივო მასალებში ქექვით და ადგილობრივთა მოგონებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, მკითხველისათვის წარმოუდგენელი შედეგით სრულდება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]