სტიგ ლარსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტიგ ლარსონი
დაბ. თარიღი 15 აგვისტო 1954(1954-08-15)[1][2]
დაბ. ადგილი სკელეფტეჰამნი
გარდ. თარიღი 9 ნოემბერი 2004(2004-11-09)[1][2] (50 წელი)
გარდ. ადგილი სტოკჰოლმი[3]
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი, რედაქტორი და სცენარისტი
მოქალაქეობა Flag of Sweden.svg შვედეთი
ჟანრი დეტექტივი
Magnum opus მილენიუმი
ჯილდოები Glass Key award, Swedish Crime Writers' Academy, Anthony Award, Macavity Awards, Barry Award, Barry Award და honorary citizenship
საიტი stieglarsson.se

კარლ სტიგ-ერლანდ ლარსონი (შვედ. Karl Stig-Erland Larsson; დ. 15 აგვისტო 1954, სკელეფტეჰამნი, შვედეთი − გ. 9 ნოემბერი 2004, სტოკჰოლმი, შვედეთი), ცნობილი როგორც სტიგ ლარსონიშვედი ჟურნალისტი და მწერალი. ის ცნობილია „მილენიუმის“ ტრილოგიით და კრიმინალური ნოველების წერით, რომელიც გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ და ყველა რომანი ეკრანიზებულია. ლარსონი თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სტოკჰოლმში გაატარა, სადაც ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობდა, როგორც ულტრა-მემარჯვენეების დამოუკიდებელი მკვლევარი.

2008 წელს, იგი გახდა მეორე საუკეთესო „ბესტ-სელერ“ (გაყიდვადი) ავტორი მსოფლიოში, ხალედ ჰოსეინის შემდეგ.[4] მესამე რომანი მილენიუმის ტრილოგიიდანგოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია, Publishers Weekly თანახმად, გახდა ყველაზე გაყიდვადი წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წელს.[5] 2015 წლის მარტისთვის, ამ წიგნის სერიის 80 მილიონი ასლი გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით.[6]

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარსონი 90-იან წლებში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარსონი დაიბადა 1954 წლის 15 აგვისტოს ვესტერბოტენის ლენის ქალაქ უმეოში, სადაც მისი მამა და ბაბუა მუშაობდა Rönnskärsverken დნობის ქარხანაში. დაავადებული დარიშხანით მოწამვლის გამო, მისი მამა დატოვა თავისი სამუშაო და ოჯახთან ერთად მოგვიანებით გადავიდა საცხოვრებლად სტოკჰოლმში. ვიწრო საცხოვრებელი პირობების გამო, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი ერთი წლის შვილი, სტიგი, დარჩება საცხოვრებლად პაპა-ბებიასთან. სტიგი პაპა-ბებიასთან ერთად, ცხრა წლის ასაკამდე ცხოვრობდა სოფელ ბიურსელში, ნურშეს მუნიციპალიტეტში, ვესტერბოტენის ლენი.[7] ლარსონი, სოფელში პაპა-ბებიასთან ერთად ცხოვრობდა პატარა ხის სახლში, რომელიც მას ძალიან უყვარდა. იგი სწავლობდა სოფლის სკოლაში, სადაც ჩრდილოეთ შვედეთის თოვლიან ზამთარში თხილამურებით დადიოდა.

წიგნში — „"არსებობს რამ, რაც მინდა იცოდე" სტიგ ლარსონი და მე“, ევა გაბრიელსონი აღწერს მას, როგორ მოუვიდა ლარსონს მოტივაცია შექმნას მისი პირველი რომანი გოგონა დრაკონის ტატუთი ჩრდილოეთ შვედეთში, რომელსაც გაბრიელსონი უწოდებს "ღმერთის მიერ მივიწყებულ ადგილს".

ლარსონს არ უყვარდა ქალაქ უმეოს ურბანული გარემო, სადაც ის გადავიდა საცხოვრებლად თავის მშობლებთან, მისი ბაბუის სევერინ ბოსტრომის 50 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაცვალების შემდეგ. 1974 წელს, ლარსონი გაიწვიეს შვედეთის არმიაში, გაწვევის კანონის მიხედვით, სადაც გაატარა 16 თვის სამხედრო სავალდებულო სამსახური, ქვეითთა ერთეულის მსროლელთა ნაწილში, კალმარის ლენში.

დედამისი, ვივიანი ასევე ადრე 1991 წელს გარდაიცვალა, გართულებული მკერდის კიბოთი და ანევრიზმით.[8]

წერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარსონის მშობლებმა მის მეთორმეტე დაბადების დღეზე, მას საბეჭდი მანქანა აჩუქეს, როგორც დაბადების დღის საჩუქარი.

ლარსონის პირველი ძალისხმევა მწერლობაში არ იყო კრიმინალის ჟანრის, არამედ ეკუთვნოდა სამეცნიერო ფანტასტიკას. ლარსონს ადრეული ასაკიდან უყვარდა სამეცნიერო ფანტასტიკა, თვითონ შვედეთის fandom სამეცნიერო ფანტასტიკაში აქტიური გახდა 1971 წელს; რუნე ფორსგრენთან თანამშრომლობით, იგი გამოსცა თავისი პირველი სამეცნიერო ფანტასტიკა ფანზინი, Sfären (სფერო), 1972 წელს; აგრეთვე პირველად გამოსცა სამეცნიერო ფანტასტიკა კონვენცია, SF•72, სტოკჰოლმში. 1970 წელს, ლარსონმა გამოაქვეყნა დამატებით 30 ფანზინის საკითხები; მას შემდეგ, რაც 1971 წელს იგი საცხოვრებლად გადმოვიდა სტოკჰოლმში, სადაც გახდა სკანდინავიური SF საზოგადოების აქტიური წევრი, ხოლო შემდეგ 1978-1979 წლებში ამ საზოგადოების საბჭოს წევრი იყო და 1980 წელს თავმჯდომარე.

თავის პირველი "ფანზინებში", 1972-1974 წლებში, მან გამოაქვეყნა თავისი რამდენიმე ადრეული მოთხრობები, ხოლო დანარჩენი მოთხრობები გამოაქვეყნა სხვა ნახევრად პროფესიონალ და მოყვარულ ჟურნალებში. ის იყო ერთ-ერთი რედაქტორი ან დამხმარე რედაქტორი რამდენიმე სამეცნიერო ფანტასტიკური ჟურნალების, მათ შორის Sfären და FIJAGH!-ის; 1978-1979 წლებში, უდიდესი შვედური სამეცნიერო ფანტასტიკის გულშემატკივართა კლუბის „Skandinavisk Förening för Science Fiction (SFSF)“-ის პრეზიდენტი იყო. ლარსონის ცხოვრების ეს პერიოდი, დაწვრილებით დაწერილია მისი მეგობრის ჯონ-ჰენრი ჰოლმბერგის ესეებში.

სახელის შეცვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარსონის სახელი თავდაპირველად იყო “Stig„ (სტიგ), რომელიც სტანდარტული მართლწერაა. თავის ადრეულ იციან წლებში, მან შეცვალა თავისი სახელი “Stieg„-ზე, რომ თავიდან ააცილებინა გაუგებრობა მისი მეგობართან სტიგ ლარსონთან, რომელიც მასზე ადრე გახდა ცნობილი ავტორი.[9] მიუხედავად მართლწერისა, გამოთქმა არის იგივე.

აქტივიზმი და ჟურნალისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოგრაფად მუშაობის დროს, ლარსონი გახდა ულტრა-მემარცხენე. გახდა წევრი "Kommunistiska Arbetareförbundet"-ის (კომუნისტური მშრომელთა ლიგა),[10] აგრეთვე არედაქტირებდა შვედეთის ტროცკისტური ჟურნალს" Fjärde internationalen"-ს. ასევე რეგულარულად წერდა ყოველკვირეულ გაზეთ "Internationalen"-სთვის.[11]

ლარსონმა 1977 წლის რამდენიმე თვე ერიტრეაში გაატარა, სადაც ერიტრეის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის ქალ პარტიზანებს ნაღმტყორცნების გამოყენება ასწავლა. მაგრამ, თირკმლის დაავადების გამო, იძულებული გახდა უარი ეთქვა ამ სამუშაოზე.[12] მისი შვედეთსი დაბრუნების შემდეგ, იგი 1977-1999 წლებ შორის, მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად უდიდეს შვედურ საინფორმაციო სააგენტოში Tidningarnas Telegrambyrå (TT).

ლარსონმა თავისი პოლიტიკური რწმენიდან გამომდინარე, ასევე თავისი ჟურნალისტური გამოცდილებიდან, შექმნა "Swedish Expo Foundation", მსგავსი ბრიტანული "Searchlight Foundation". აგრეთვე, 1995 წელს, გახდა ფონდის ჟურნალის — "Expo" რედაქტორი.[13]

როდესაც მას არ ჰქონდა სამუშაო, იგი აწარმოებდა დამოუკიდებელ კვლევებს შვედეთის მემარჯვენე ექსტრემისტებთან დაკავშირებით. 1991 წელს, ამ კვლევის შედეგად, გამოსცა თავისი პირველი წიგნი "Extremhögern" (ულტრა-მემარჯვენე). ლარსონმა სწრაფად გახადა ინსტრუმენტად შვედი ულტრა-მემარჯვენეების და რასისტული ორგანიზაციების საქმიანობის გამოაშკარავება და დოკუმენტირება. ის იყო ერთ-ერთი გავლენიანი პოლემიკოსი და კითხულობდა ლექციებს ამ თემაზე, ამის გამო, იგი ცხოვრების ბოლომდე მუქარებს იღებდა, თავისი პოლიტიკური მტრებისგან. პოლიტიკური პარტია "შვედეთის დემოკრატები" (Sverigedemokraterna), მისი კვლევის ძირითადი საგანი იყო.

სიკვდილი და შრომის შედეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლარსონი 2004 წლის 9 ნოემბერს, 50 წლის ასაკში სტოკჰოლმში გულის შეტევით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც თავის ოფისამდე შვიდი სართული ფეხით ავიდა, რადგან ლიფტი არ მუშაობდა.[14] გავრცელდა ჭორები, რომ მისი გარდაცვალება სხვა მიზეზით იყო გამოწვეული, რადგან გარდაცვალებამდე იგი მუქარებს იღებდა, როგორც "Expo"-ს რედაქტორი,[15] მაგრამ ეს ევა გედინმა, ლარსონის გამომცემელმა უარყო.[16]

ლარსონი დაკრძალულია ჰიოგალიდის ეკლესიის სასაფლაოზე, სტოკჰოლმის სიოდერმალმის რაიონში.

2008 წლის მაისში, ცნობილი გახდა, რომ ლარსონის 1977 წლის ანდერძსში, იგი გარდაცვალების შემდეგ, თავის მთლიან აქტივებს უტოვებს კომუნისტური მუშაკთა ლიგის (ახლა სოციალისტური პარტია) უმეოს ფილიალს. მაგრამ ანდერძს არ ჰყავდა მოწმე, ხოლო შვედეთის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ანდერძს არ ჰყავს მოწმე მას არ გააჩნია ძალა, შესაბამისად ლარსონის მთლიანი ქონება, მათ შორის სამომავლო წიგნის გაყიდვებიდან შემოსული თანხა, ეკუთვნის მის მამას და ძმას.[17][18] მისი პარტნიორი ევა გაბრიელსონი,[19] რომელიც იპოვა ანდერძი, არ აქვს მემკვიდრეობაზე იურიდიული უფლება, რამაც გამოიწვია დაპირისპირება მასსა და ლარსონის მამასა და ძმას შორის.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მილენიუმი (ტრილოგია).

მალე მას შემდეგ, რაც ლარსონი გარდაიცვალა, მისი სამი ხელნაწერი დასრულებული იყო, მაგრამ გამოუქვეყნებელი, რომანი სერიის სახით იყო აღმოჩენილი. ეს რომანები იგი დაწერა საკუთარი სიამოვნებისთვის, სამუშაოდან სახლში დაბრუნების შემდეგ და არ უცდია მათი გამოქვეყნება, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ეს სერია გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ, როგორც მილენიუმის სერია.

ამ სერიის პირველი წიგნი გამოიცა შვედეთში, შვედურ ენაზე: Män som hatar kvinnor — სიტყვასიტყვით — ქალთმოძულე კაცები (2005). გაყიდვაზე, ინგლისურ ენაზე (აგრეთვე ქართულ ენაზეც) გამოვიდა, როგორც გოგონა დრაკონის ტატუთი და გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში 2008 წლის თებერვალში. 2005 წელს, მას მიენიჭა Glass Key-ის ჯილდო, როგორც საუკეთესო სკანდინავიური კრიმინალის რომანი.

მისი მეორე რომანი, Flickan som lekte med elden (2006, გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა), მიიღო საუკეთესო შვედური დანაშაულის რომანის ჯილდო 2006 წელს და 2009 წლის იანვარში გამოიცა გაერთიანებულ სამეფოში.

მესამე რომანი, Luftslottet som sprängdes ( "ჰაერის ციხესიმაგრეების ამფეთქებელი"), ინგლისურ ენაზე გამოიცა, როგორც გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში გამოიცა გაერთიანებულ სამეფოში და 2010 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატებში.

ლარსონმა მეოთხე რომენის დაახლოებით 3/4 დატოვა თავის პორტატულ კომპიუტერში, რომელიც ახლა მისი პარტნიორის, ევა გაბრიელსონის განკარგულებაშია. ასევე შეიძლება არსებობს შენიშვნები და ხელნაწერები, მეხუთე და მეექვსე სერიის, აგრეთვე ჯამში კიდევ ათი წიგნის.[20] გაბრიელსონი თავის წიგნში „"არსებობს რამ, რაც მინდა იცოდე" სტიგ ლარსონი და მე“ (2011) განაცხადა, რომ მას შეუძლია ბოლო წიგნი დაამთავროს.[21]

2013 წელს, შვედურ გამომცემლობა Norstedts დაუკავშირდა დავით ლაგერკრანტზი, შვედი მწერალი და ჟურნალისტი, რომ გააგრძელოს მილენიუმის სერიის წერა.[22] ლაგერკრანტზეს არ ჰქონდა წვდომა იმ მასალებზე, რომელიც გაბრიელსონის მფლობელობაშია. წიგნი გამოიცა 2015 წლის აგვისტოში, მილენიუმის სერიის 10 წლისთავთან დაკავშირებით, შვედური სათაურით Det som inte dödar oss (ლიტერატურული თარგმანი ინგლისურად: ის რაღაცა, რომელიც არ კვლავს); ხოლო ინგლისური სათაური არის გოგონა ობობას ქსელში.[23][24] ასევე გამოიცემა მწერლის კიდევ ორი რომანი.

ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლისთვის შვედურმა კინოკომპანიამ "Yellow Bird"-მა, დანიურ კინოკომპანიასთან "Nordisk Film"-თან თანაპროდიუსორობით, გადაიღო მილენიუმის სერიის წიგნების ყველა ფილმი.

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის წერილებსა და ინტერვიუებში, ლარსონმა აღიარა, რომ მის ლიტერატურულ ნაშრომებზე დიდი გავლენა მოახდინეს ამერიკულმა და ბრიტანულმა კრიმინალის/დეტექტივების ავტორებმა. მის გმირს (ლიზბეთ სალანდერს) აქვს გარკვეული მსგავსება კაროლ ოკონერის "Mallory"-თან, რომელიც პირველად გამოჩნდა "Mallory"-ის "Oracle"-ში (1994). თავის ნაშრომებში, ლარსონი თავისი ჩვევით, იყენებდა მისი საყვარელი ავტორების გმირების სახელებს. ამ სიის სათავეში იყო სარა პარეტსკი, აგათა კრისტი, ვალ მაკდერმიდი, დოროტი საიერსი, ელიზაბეტ გიორგი და ენიდ ბლუტონი.[25]

ერთ-ერთი უძლიერესი გავლენა მოახდინა ლარსონზე, მისი საკუთარი ქვეყნის ნაწარმოებმა: პეპი გრძელიწინდა, რომელიც ეკუთვნის შვედი ბავშვების უსაყვარლეს ავტორს ასტრიდ ლინდგრენს. ლარსონმა განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი მილენიუმის სერიიდან, ლიზბეთ სალანდერი, ფაქტობრივად ზრდასრული პეპი გრძელწინდაა.[26] არსებობს დამატებითი კავშირები ლინდგრენის ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ლარსონის რომანებს შორის; მაგალითად, მეორე მთავარი გმირი, მიქაელ ბლუმკვისტი, რომელსაც ხშირად დამცინავად მოიხსენიებენ, როგორც "კალე ბლუმკვისტს", სახელი გამოგონილი ლინდგრენის მიერ.[27] სახელი სალანდერი სინამდვილეში შთაგონებულია ასტრიდ ლინდგრენის ბლუმკვისტის ტრილოგიიდან, სადაც ძლიერ ქალ პერსონაჟს, კალე ბლუმკვისტის მეგობარი გოგოს სახელია ევა-ლოტა ლისანდერი.

ლარსონმა განაცხადა, როდესაც ის 15 წლის იყო, იგი მოწმე გახდა, თუ როგორ მისი სამი მეგობარი ჯგუფურად გაუპატიურეს ახალგაზრდა გოგო, რამაც გამოიწვია მისი ცხოვრების სძულდა ძალადობისა და შეურაცხყოფის ქალები. მისი დიდი ხნის პარტნიორი, ევა გაბრიელსონი წერს, რომ ეს ინციდენტი მასზე დიდი გავლენა მოახდინა, მას შემდეგ ლარსონს აღწერს, როგორც ფემინისტს. ავტორი არასოდეს აპატია თავისთავს, რომ ვერ დაეხმარა გოგონას და ეს შთააგონა იგი თავის წიგნებში დაეწერა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემები.[28] გაბრიელსონის თქმით, მილენიუმის ტრილოგიაში, ლარსონმა გამოხატა მსოფლმხედველობა, რომელიც იგი ვერ განმარტა, როგორც ჟურნალისტი. იგი თავის წიგნებში აღწერა შვედეთი, სადაც ჭარბობდა თეთრი ხალხის უზენაესობა, იყო გავრცელებული რასიზმი, ხოლო ანტი-ექსტრემისტები ცხოვრობდნენ თავდასხმების მუდმივი შიშით. "ეს ყველაფერი მოხდა ოდესღაც შვედი მოქალაქის, ჟურნალისტის და საზოგადო მოღვაწის წინააღმდეგ".[29]

ასევე არსებობს მსგავსება ლარსონის ლიზბეთ სალანდერსა და პიტერ ოდონელის "Modesty Blaise" შორის.[30][31][32][33] ორივე ქალს ჰქონდა საშინელი ბავშვობა, რომელიც გამოიარეს რომ, როგორმე გადარჩნენ და გახდნენ მოზარდები, ორივეს გამორჩეული უნარი გააჩნია, მათ შორის საბრძოლო უნარიც, და სრულფასოვნად შეუძლიათ ჩაატარონ ოპერაციული სამუშაო, რომელიც კანონს არღვევს.

ჯილდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტიგ ლარსონი პირველი ავტორია, რომლის ელექტრონული წიგნების გაყიდვების რაოდენობა ერთ მილიონს გადააჭარბა Amazon.com-ზე.[41]

სტიგ ლარსონის ჯილდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლიდან, ლარსონის ოჯახი და გამომცემლობა Norstedts შემოიღო ყოველწლიური ჯილდო 200 000 შვედური კრონის ოდენობით, სტიგის ხსოვნისადმი. პრიზი მიენიჭა პირს ან ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სტიგ ლარსონის სტილში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო-პოპულარული წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სტიგ ლარსონი, ანა-ლენა ლოდენიუსი: Extremhögern, სტოკჰოლმი, 1991;
  • სტიგ ლარსონი, მიქაელ ეკმანი: Sverigedemokraterna: den nationella rörelsen, სტოკჰოლმი, 2001;
  • სტიგ ლარსონი, სესილია ენგლუნდი: Debatten om hedersmord: feminism eller rasism, სტოკჰოლმი, 2004;
  • რიჩარდ სლოტი, მარია ბლუმკვისტი, სტიგ ლარსონი, დავიდ ლაგერლოფი: Sverigedemokraterna från insidan, 2004.

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მილენიუმის ტრილოგია:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #131563955 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 27 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. Record #131563955 // Integrated Authority File შემოწმებული დეკემბერი 31 2014:
  4. Bestselling fiction authors in the world for 2008
  5. The Winning Game: 2010 Hardovers, Facts, Figures
  6. Here’s the Cover for the New Book in Stieg Larsson’s Millennium Series
  7. Berättelsen om Stieg Larsson.The story about Stieg Larsson
  8. There Are Things I Want You to Know" about Stieg Larsson and Me
  9. Stig Larsson: Han ändrade själv stavningen
  10. "Steig Larsson". booksfactory.com, Books Of The World.
  11. Biography – Background – Stieg Larsson, the man behind Lisbeth Salander
  12. Khaleeli, Homa. “Stieg Larson 'spent year training Eritrean guerrillas'“, The Guardian, 16 October 2010. 
  13. About Expo. Expo.se (7 May 2010). წაკითხვის თარიღი: 5 August 2010.
  14. Profile: Stieg Larsson: Even his early death became a big thriller“, The Sunday Times, 27 September 2009. წაკითხვის თარიღი: 10 March 2010. (ფასიანი რეგისტრაცია)
  15. What’s in ‘Dragon Tattoo’ author’s secret fourth book?
  16. Crime writer taken too soon
  17. Stieg Larssons testamente hittat“, SvD.se, 28 May 2008. (Swedish) 
  18. Cantwell, Oisin. (28 May 2008) Ville ge arvet till lokalparti Swedish. Aftonbladet.
  19. SupportEva.com website. Supports Eva Gabrielsson's position.
  20. McGrath, Charles. “The Afterlife of Stieg Larsson“, The New York Times Magazine, 23 May 2010. 
  21. Sciolino, Elaine. “A Word From Stieg Larsson's Partner and Would-Be Collaborator“, New York Times, 17 February 2011. 
  22. Flores, Juan. “http://www.dn.se/dnbok/stieg-larssons-fjarde-bok-skrivs-av-lagercrantz/“, 17 December 2013. წაკითხვის თარიღი: 17 December 2013. 
  23. Fjärde boken i Millenniumserien ges ut“, 17 December 2013. წაკითხვის თარიღი: 17 December 2013. 
  24. Ny ”Millennium”-bok i augusti“, Folkbladet, 27 January 2015. წაკითხვის თარიღი: 27 January 2015. 
  25. Lindgrendetails, Astrid. (28 July 2009) Stieg Larsson – infloox ––– NOT VETTED –––. Infloox.com. წაკითხვის თარიღი: 5 August 2010.
  26. Lindgren, Astrid. (29 July 2009) Pippi Longstocking → Stieg Larsson. infloox. წაკითხვის თარიღი: 5 August 2010.
  27. Literature.com answer on the nickname. Retrieved 11 February 2012.
  28. James, Susan. (5 August 2010) Stieg Larsson Silent as Real-Life Lisbeth Raped. ABS News. წაკითხვის თარიღი: 6 June 2011.
  29. Carr, David. “Remembering Stieg Larsson“, New York Times Book Review, 8 July 2011. 
  30. Blackburn, David. (6 May 2010) The end of Modesty Blaise. წაკითხვის თარიღი: 6 June 2011.
  31. Behe, Rege. (15 April 2010) Nordic invasion: Movies, books, music and more. Pittsburgh Tribune-Review. წაკითხვის თარიღი: 6 June 2011.
  32. McDonald, Neil. Stieg Larsson's Millennium Trilogy. Quadrant Online. წაკითხვის თარიღი: 6 June 2011.
  33. Redvall, Eva. (1 February 2008) Millennium trilogy sold to thirty countries. Sydsvenskan. წაკითხვის თარიღი: 6 June 2011.
  34. Allen, Katie. (6 October 2008) Rankin and P D James pick up ITV3 awards. theBookseller.com. წაკითხვის თარიღი: 6 October 2008.
  35. Galaxy British Book Awards site. Galaxybritishbookawards.com. წაკითხვის თარიღი: 2012-12-27.
  36. 2009 Galaxy British Book Awards. Winners. Shortlists. 1991 to present. Literaryawards.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან 28 September 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 5 August 2010.
  37. Bouchercon World Mystery Convention : Anthony Awards and History. Bouchercon.info. წაკითხვის თარიღი: 5 August 2010.
  38. The Anthony Awards. Bookreporter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2 January 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 5 August 2010.
  39. Hibbert, Katharine. (30 September 2009) A terrible injustice mars the publication of Stieg Larsson's final book | Books | Arts. The First Post. წაკითხვის თარიღი: 10 January 2012.
  40. Donahue, Deirdre. “Author of the year: Stieg Larsson's legacy lives on“, USA Today, 23 December 2010. წაკითხვის თარიღი: 31 December 2010. 
  41. Flood, Alison. “Stieg Larsson becomes first author to sell 1m ebooks on Amazon“, The Guardian, 28 July 2010. 
  42. http://sulakauri.ge/books/single/531
  43. http://sulakauri.ge/books/single/603
  44. http://sulakauri.ge/books/single/779