განხილვა:ჰაინრიხ II (სრი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(სრი)-ს მოშორების მიზნით, სრულიად შესაძლებელია სათაური გადავიტანოთ ჰაინრიხ II წმინდანი-ზე. --JABA 1977 04:33, 13 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე)--შოთა [UT] 11:21, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
(წინააღმდეგი) მიზეზი? -ცანგალა () 11:29, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
Heinrich II. „der Heilige“--შოთა [UT] 11:34, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
თუ გერმანულ ვიკის გულისხმობ იხ. de:Heinrich II. (HRR), ხოლო თვით სტატია იწყება Heinrich II., (* 6. Mai 973 oder 978 in Bad Abbach oder Hildesheim; † 13. Juli 1024 in Grone, heute Göttingen), Heiliger (seit 1146) (ქართ. წმინდანი (1146-დან)). იქნებ ჯობია ქართ. სტატია შესწორდეს? (HRR) —(სრი). ცანგალა () 12:16, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
მხოლოდ ჰაინრიხ II-ზე რას იტყვით? ცანგალა () 12:37, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე)--შოთა [UT] 12:42, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე ვემხრობი ჰაინრიხ II წმინდანის იდეას, ვინაიდან წმინდანი მისი არა მარტო სტატუსია კათოლიკურ ეკლესიაში, არამედ ისეთივე ზედწოდებაა, როგორც ვთქვათ აღმაშენებელი, გორგასალი, ბრწყინვალე, თავდადებული და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ზედწოდებით არაა ცნობილი, ასე იცნობენ მას რუსულ, ინგლისურ, ქართულ და სხვაენოვან ლიტერატურაში. ყოველგვარი ზედწოდების გარეშეც შეიძლება, მაგრამ მგონია რომ ჰაინრიხ II წმინდანი საუკეთესო ვარიანტია სხვა ჰაინრიხ II-ებისაგან განსასხვავებლად. Deu. 14:00, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა ამ საშინელ (სრი)-ს უნდა მიზეზი? ყველაფერს ნუ გავაგერმანულებთ ძალიან გთხოვ. ეს ქართული ვიკიპედია არ დაგავიწყდეს. გერმანულში შესაძლოა მიღებულია ეგ (HRR),, მაგრამ ქართულში მაგის პირდაპირ გადმოტანა სრი-ზე და წრი-ზე არაა მიზანშეწონილი, თან მეეჭვება მომხმარებელმა იცოდეს ეს რა არის. ჰაინრიხ II წმინდანი – მე ჩემს მოსაზრებაზე ვრჩები. --JABA 1977 14:19, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მიუთითე ქართული ლიტერატურა. ხოლო (სრი) იმიტომ არის მითითებული იხ. ჰაინრიხ II (მრავალმნიშვნელოვანი), თუ (სრი) ძალიან გაწუხებთ იყოს მხოლოდ ჰაინრიხ II წმინდანისა და სრი-ის გარეშე. ინგლ. ვიკი წერს Henry II (May 6, 972 – July 13, 1024), also known as Saint Henry, ე. ი. აგრეთვე ცნობილი... იხ. აგრეთვე [1] — ბრიტანიკა სათაური მხოლოდ Henry IIხოლო ტექსტში არის ნახსენები წმინდანი. ვიკიპედიისთვის საინტერესოა სამეცნიერო ლიტერატურაში როგორ არის მოხსენიებული. იხ. აგრეთვე [2] და [3] -ცანგალა () 14:47, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) ჰაინრიხ II წმინდანი--ბექალაბაძე 14:55, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, სრი ნიშნავს საღვთო რომის იმპერია. რატომ არის საშინელება? ზუსტად რომ მიზეზი უნდა. --ცანგალა () 15:04, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

საშინელებაა, ფრჩხილებზე ჩვენ შევთანხმდით რომ მოვაშორებდით სადაც შესაძლებელი იყო (დათოს აქვს დადგენილებებში ამის შესახებ დაწერილი). გადახედე უცხოენოვან ვიკიპედიებს მხოლოდ ჩეხური წერს მხოლოდ ჰაინრიხ II-ს დანარჩენები ან ფრჩხილებში მიუთითებენ საღვთო რომის იმპერიას (მთლიანად) ან წმინდას წერენ, გერმანულ ვიკის აქვს მხოლოდ HRR. --JABA 1977 15:24, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მერე რა გაქვს იმის საწინააღმდეგო რომ დარჩეს მხოლოდ ჰაინრიხ II? გერმანული HRR ნიშნავს სრი.--ცანგალა () 15:31, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გერმანულად რომ ნიშნავს კი ვიცი, მაგრამ ქართულად არაფრის მთქმელი და აქამდე მიუღებელი შემოკლებაა. არც ჩვენ არ ვითხოვთ მიუღებელ სათაურს. --JABA 1977 15:37, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მიუთითე სრულად სრი.--ცანგალა () 16:12, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

რას მივუთითებთ უმრავლესობა გადაწყვეტს. --JABA 1977 16:23, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცანგალას რატომ არ მოსწონს ჰაინრიხ II წმინდანი ვერ გავიგე :). Deu. 19:01, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

დღეს რაღაც წმინდანები არ მოსწონს. :) --JABA 1977 19:03, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მოწონება რა შუაშია. თქვენ რატომ არ მოგწონთ ან მხოლოდ ჰაინრიხ II ან ჰაინრიხ II (სრი) ან ჰაინრიხ II (საღვთო რომის იმპერია)? პირველ რიგში ეს პიროვნებაა იმპერატორია და შემდეგ წმინდანი. იხ. Heinrich II., (* 6. Mai 973 oder 978 in Bad Abbach oder Hildesheim; † 13. Juli 1024 in Grone, heute Göttingen), Heiliger (seit 1146) --ცანგალა () 19:53, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ყავახანაში გადაწყვეტილი გვაქვს (მე-4 დადგენილების გამონაკლისი შემთხვევა), რომ ფრჩხილები თავიდან უნდა ავიცილოთ ყველა იმ შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია. შესაბამისად, სრი და საღვთო რომის იმპერია არ უნდა იყოს მითითებული ფრჩხილებში. რაც შეეხება უბრალოდ ჰაინრიხ II, ეს კი ბატონო, შესაძლებელია, მაგრამ რაკი ჰაინრიხ პირველი სხვაც ბევრი იყო, ჯობია გამოვიყენოთ ზედწოდება — წმინდანი, რათა სხვებისაგან განვასხვავოთ. მართალია ეს ჰაინრიხი ყველაზე ცნობილია ჰაინრიხ მეორეებს შორის, მაგრამ როცა ზედწოდებით მისი განსხვავება შესაძლებელია სხვებისაგან, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს? პირველ რიგში რომ იმპერატორია და მერე წმინდანი (სხვათა შორის ეგეც სადავოა. აბა რომის პაპს ჰკითხე! მისთვის პირიქით, ჯერ წმინდანია და მერე იმპერატორი), ეგ არაფერს ნიშნავს მაინც, იმიტომ რომ წმინდანი ამ შემთხვევაში არის არა საეკლესიო სტატუსი, არამედ ზედწოდება, ისევე როგორც ჩვენ გყვავს გიორგი ბრწყინვალე, დემეტრე თავდადებული, დავით აღმაშენებელი. Deu. 20:05, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
გარდა ამისა, თუკი ამ სტატიის სახელწოდება იქნება ჰაინრიხ II წმინდანი, თავიდან ავირიდებთ ამ გვერდის სათაურში ფრჩხილებსაც. სხვა შემთხვევაში ფრჩხილების გამოყენება აუცილებლად მოგვიწევს — ეს მაშინ, როცა მე-4 დადგენილების გამონაკლისი შემთხვევის მიხედვით, ფრჩხილები უნდა ავირიდოთ თავიდან. Deu. 20:08, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ხოდა ეს სტატია იყოს მხოლოდ ჰაინრიხ II და დანარჩენებს ექნებათ ფრჩხილები. რა არის აქ საკამათო? ეს ჯერ იმპერატორი იყო და შემდეგ წმინდანი. როდესაც გვაქვს მრავალმნიშვნელოვანი ერთი სტატია ყოველთვის არის ფრჩხილების გარეშე და დანარჩენებს უკეთდება ფრჩხილები. --ცანგალა () 20:15, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ყოველთვის მასე არაა. შენ როგორ ფიქრობ, დავით IV ჯერ მეფე არ იყო და მერე არ უწოდეს მას აღმაშენებელი? დემეტრე ჯერ მეფე არ იყო და მერე არ უწოდეს მას თავდადებული? აქ საუბარია წიმინდანზე, როგორც ზედწოდებაზე და არა საეკლესიო სტატუსზე (ასეთ შემთხვევაში იქნებოდა წმინდა ჰაინრიხი და არა ჰაინრიხ II წმინდა). Deu. 20:17, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
Heinrich II., (* 6. Mai 973 oder 978 in Bad Abbach oder Hildesheim; † 13. Juli 1024 in Grone, heute Göttingen), Heiliger (seit 1146) — დაიბადა 973 წელს, გარდაიცვალა 1024 წელს, 1146 წლიდან წმინდანი. და მაინც ვერ გავიგე რატომ არ გსურთ მხოლოდ ჰაინრიხ II, რომ იყოს სტატიის სათაური?--ცანგალა () 08:20, 6 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ზოგადი წესის მიხედვით, როცა მონარქს რაიმე ზედწოდება აქვს, ის სათაურში მიეთითება. კიდევ ვიმეორებ: წმინდანი ამ შემთხვევაში ზედწოდებაა და არა საეკლესიო სტატუსი (წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ჰაინრიხ წმინდანი). თუკი არავინაა სხვა წინააღმდეგი, გადავიტან. Deu. 17:50, 6 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გადაიტანე, ყველაფერი უკვე ნათელია. --JABA 1977 18:46, 6 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

როგორც გსურთ ისე მოიქეცით, მაგრამ მართლები არ ხართ საკითხის მიმართებაში. წარმატებები.--ცანგალა () 19:29, 6 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედია:გვერდების სახელები — გაიხსენეთ.--ცანგალა () 21:05, 6 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ერთი რამ მაინტერესებს. სადმე ქართულენოვან წყაროში გვხვდება „ჰაინრიხ II წმინდანი“? - Island (გ) 05:38, 7 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი. უბრალოდ ჰაინრიხ II გვხვდება? Deu. 12:51, 8 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]