ბზუალა ხოჭოები (ლათ.Carabidae) — მწერებისოჯახიხოჭოებისრიგისა, ხშირად განვითარებული აქვთ ანალური ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ სუნიან, მწვავე სითხეს. ბზუალა ხოჭოების უმრავლესობა მტაცებლებია, მათი ძირითადი საკვებია მოლუსკები, მწერების მატლები, ზოგჯერ ნიადაგის ჭიები. ზოგი ხოჭო მცენარეს ჭამს, აზიანებს პურეულს. ზოგს სარგებლობა მოაქვს ტყისა და ბაღის მეურნეობისათვის — ანადგურებს არაფარდი აბრეშუმხვევიას მატლებს, ხვატრებსა და ლოქორებს. აღწერილია ბზუალა ხოჭოების 20 ათასამდე სახეობა. საქართველოში ბზუალა ხოჭოებიდან გამოირჩევა ამიერკავკასიური პურის ბზუალა, რომელიც აზიანებს მარცვლოვნებს.